Displaying items by tag: wonashi kleba

ქცევები, რომელიც  წონაში კლებას გაგიადვილებთ

არსებობს მცირე კვებითი ქცევით მოდიფიკაციები, რისი საშუალებითაც წონაში კლება უფრო ადვილია. ანუ პატარა დეტალების გათვალისწინება დაგაახლოებთ სასურველ შედეგს

  • საკვების სასწორით არ იხელმძღვანელოთ. რაც მეტად დამოკიდებული გახდებით საკვების აწონვაზე მით უფრო ძნელი იქნება წონაში კლება და მით უფრო გექნებათ სურვილი დაარღვიოთ და ჭამოთ მეტი. თუ სამუდამოდ დაივიწყებთ საკვების სასწორს ეს გაგიადვილებთ წონაში კლებას, ვინაიდან თქვენმა ორგანიზმმა ყველაზე კარგად იცის, როდის უნდა გაჩერდეს, მთავარია მას მოუსმინოთ და მექანიკურად არ ჭამოთ.
  • წაიღეთ სამსახურში ხილი - შუადღისას შოკოლადის ან საკონდიტრო ნაწარმის ძლიერ სურვილს შეგიმცირებთ.

მრავალი ტიპის საკვები არსებობს, ისინი განსხვავდებიან შემადგენლობით, ნივთიერებების კონცენტრაციით და სხვა თვისებებით.  არსებობს  საკვები , რომელიც ძვლებისთვის კარგია მაგ. რძის პროდუქტები, მხედველობისთვის მაგ. სტაფილო, და ა.შ. ასევე არის საკვები რომელიც წონაში დაკლებისთვის არის კარგი. ძირითადი პრინციპი, რასაც ეს საკვები ექვემდებარება არის, რომ ის შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომელთა მონელებაში მეტი ენერგია იხარჯება ვიდრე თავად ეს საკვები შეიცავს.  ან არიან დაბალკალორიულები და ნოყიერები (როგორიც არის ცილები), ან შეიცავენ ბოჭკოვანს და/ან სასარგებლო ცხიმებს.

სიმსუქნე არის სამედიცინო მდგომარეობა , რომლის დროსაც სხეულში დიდი ოდენობით არის დაგროვილი ცხიმები.   სიმსუქნეს აქვს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა  ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე,  ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნაზე. 
სიმსუქნე ზრდის სხვადასხვა დაავადებების რისკს, განსაკუთრებით:

  • გულის დაავადებები
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2
  • ძილის ობსტრუქციული აპნეა
  • სიმსივნეები
  • ოსტეოართრიტი.

 

სიმსუქნე წარმოადგენს წამყვან პრევენცირებად სიკვდილის მიზეზს მსოფლიოს მასშტაბით.  სიმსუქნის გავრცელება იმატებს, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში,  სამეცნიერო წრეებში მიიჩნევა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას  21 საუკუნეში წარმოადგენს სიმსუქნე.   სიმსუქნე სტიგმატიზებულია თანამედროვე (განსაკუთრებით დასავლურ) სამყაროში.  თუმცა წარსულში ასოცირებული იყო სიმდიდრე და ნაყოფიერებასთან.  აშშ-ში სიმსუქნის მიზეზით კვდება  ყოველ წელს 365 000 მდე ადამიანი ყოველ წლიურად.

  • საშუალოდ სიმსუქნე სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს  6 -7 წლით.
  • მძიმე სიმსუქნე სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს დაახლოებით 10 წლით.
  • 2013 წელს მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ჭარბ წონიანი ან მსუქანი იყო. 2003-წელთან შედარებით 2 ჯერ მეტია.
  • აშშ-ს პოპულაციის 64 % ან ჭარბ წონიანი ან მსუქანია.

(NHANES)  National Health and Nutrition Examination Surveys (2007-2008)

მონაცემებით ამერიკის ზრდასრული პოპულაციის 30 % არის მსუქანი. (BMI >30)  ეს რიცხვი 2 ჯერ მეტია ვიდრე 20 წლის წინ იყო, რაც შეეხება ჭარბ წონას 20 წელზე მეტი ამერიკელების   68 % ჭარბ წონიანია ან მსუქანია. 

1997 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  სიმსუქნე მსოფლიო/ გლობალურ ეპიდემიად გამოაცხადა.    სიმსუქნის გავრცელება იზრდება  ასაკთან ერთად დროსთან ერთად.  

სიმსუქნის გავრცელება ევროპაში:

წლები

სიმსუქნე მამაკაცებში

სიმსუქნე ქალებში

1980

6%

8%

1993

13%

16%

2000

21%

21%

2008/9

22%

24%

 

ჭარბი წონის და სიმსუქნის მკურნალობა.

სიმსუქნის ძირითადი მკურნალობა დიეტა და ფიზიკური აქტივობაა, ასევე გამოიყენება სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალებები რომლებიც  უმეტესად ან მადას თრგუნავენ, ან ცხიმების  აბსორბციას უშლიან ხელს.  თუ დიეტები და მედიკამენტები არაეფექტურია, მაშინ მიმართავენ სიმსუქნის ქირურგიულ მკურნალობას.  რომელიც  რა თქმა უნდა დამატებით რისკებს შეიცავს.

 

წარსულში მსოფლიოში ადამიანებისთვის  საკვების მიწოდება იყო ინტერმიტენტული (არამუდმივი).   ამიტომ ორგანიზმს განუვითარდა ენერგიის შენახვის  უნარი,  რომელსაც გამოიყენებდა საჭიროებისამებრ.  ამისთვის გამოიყენება ცხიმოვანი უჯრედები, ადიპოციტები და ცხიმოვანი ქსოვილი რომლებსაც შეუძიათ შეინახონ  დამატებითი ენერგია  ტრიგლიცერიდების სახით. როცა საჭიროა ხდება მათი გამოყენება და გამოთავისუფლება თავისუფალ ცხიმოვან მჟავებად. ეს ფიზიოლოგიური სისტემა იმართება ენდოკრინული და ნერვული რეგულაციებით.  ეს განაპირობებს იმას, რომ ადამიანს შიმშილობაში გადარჩენა შეუძლია  რამდენიმე თვემდე.  თუმცა დღეისთვის საკვების სიჭარბე, ცხოვრების დუნე, უმოძრავო სტილი  და გენების გავლენა ორგანიზმში ზრდის ცხიმოვან მარაგს იმდენად, რომ უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სიმსუქნე წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც ჭარბადაა ცხიმოვანი ქსოვილი. სიმსუქნე არ არის სხეულის მასის ზრდის ექვივალენტი.  რადგან ადამიანი შეიძლება იყოს ჭარბ წონიანი სხვადასხვა სტანდარტების მიხედვით, მაგრამ ეს წონა ქონდეს კუნთების და არა ცხიმის ხარჯზე.

ყველაზე ხშირად სიმსუქნის განსასაზღვრად იყენებენ სხეულის მასის ინდექსს. BMI -  რომელიც გამოითვლება - წონა/სიმაღლის კვადრატთან (კგ/მ2), ასევე გამოიყენება ანთროპომეტრია, დენსიტომეტრია,  კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული კვლევა. სხეულის მასის ინდექსი (BMI)  18,5 -25 წარმოადგენს ნორმას.  25-30ჭარბი წონა.  30-ზე მეტი სიმსუქნე.  BMI როდესაც 25 ზე მეტია ის უკვე სამედიცინო კუთხით მნიშვნელოვანია და საჭიროებს თერაპიულ ინტერვენციას (ჩარევას).  განსაკუთრებით, როდესაც ჭარბ წონასთან ერთად არის რისკ ფაქტორები მაგ. ჰიპერტენზია, გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა და თამბაქოს მოწევა და ა.შ..

სიმსუქნე პირდაპირი  და არაპირდაპირი მოქმედების გზებით   მოქმედებს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკებზე. მაგ.  შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია,   ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს შაქრიან დიაბეტს და სიმსუქნეს შორის.  ქალების  77 % და კაცების  64 % სადაც წარმოდგენილია დიაბეტი, ასევე არის სიმსუქნეც.

მდგომარეობები, რომლის რისკებსაც ზრდის სიმსუქნე:

  • გულის იშემიური დაავადება
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა
  • მიოკარდიუმის ინფარქტი/სტენოკარდია
  • ქოლესტერინის დონის დარღვევები
  • ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვების ემბოლიზმი
  • შაქტიანი დიაბეტი
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
  • უნაყოფობა
  • დაბადების დეფექტები
  • გართულებები ორსულობისას
  • ახალშობილის ინტრა უტერინული სიკვდილი
  • ინსულტი
  • შაკიკი
  • კარპალ ტუნელის სინდრომი
  • დემენცია
  • იდიოპათიური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია
  • გაფანტული სკლეროზი
  • დეპრესია
  • სოციალური სტიგმატიზაცია
  • პოდაგრა
  • ოსტეოართრიტი
  • წელის ტკივილი.
  • სტრიები
  • აკანტოზის ნიგრიკანსი
  • ლიმფედემა
  • ჰირსუტიზმი
  • ინტერტრიგო
  • გასტროეზოფაგალური რეფლუქს დაავადება
  • ცხიმოვანი ღვიძლი
  • ქოლელითიაზი
  • ობსტრუქციული ძილის აპნეა
  • ასთმა
  • გართულებები ზოგადი ანესთეზიის დროს
  • ერექციული დისფუნქცია
  • შარდის შეუკავებლობა 
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
  • ჰიპოგონადიზმი
  • სიმსივნეები
  • საყლაპავის
  • კოლორექტალური
  • პანკრეასის
  • შარდის ბუშტის
  • თრიკმლების
  • ლეიკემია
  • ავთვისებიანი მელანომა.
  •  

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დღეისთვის თითქმის მთელს მსოფლიოში ჭარბი წონის გავრცელება მკვეთრად გამოხატულია.     თვით აფრიკის ქვეყნებშიც კი სადაც საკვების პრობლემის გამო მკვეთრად გამოხატული იყო ადამიანების სიგამხდრე და ანორექსია დღეისთვის მდგომარეობა საპირისპირო მხარეს მიდის. ქვეყნების უმრავლესობაში ადამიანებს აქვთ   2400 კილო კალორიაზე მეტის მიღების საშუალება კვების გზით.  მეორეს მხრივ დროსთან მიმართებაში ადამიანების ცხოვრების წესი უფრო და უფრო უმოძრაო ხდება.

თუ მოვახდენთ ადამიანის სხეულის მასის ინდექსის და  ჯანმრთელობის კორელაციას.  სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი  18,5 -25 ის ფარგლებშია.

 

 

სიმსუქნის ყველაზე ხშირი მიზეზი არის  დიდი ოდენობით საკვების მიღება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და გენეტიკური წინასწარ განწყობის კომბინაცია.

პირველადად იშვიათ შემთხვევაში  გამოწვეულია  გენეტიკური ფაქტორებით,  ენდოკრინული დაავადებებით, წამლებით, ფსიქიატრიული დარღევების გამო. 

ის შემთხვევები სადაც ადამიანები ამბობენ, რომ ჭამენ ცოტას, მაგრამ ნელი მეტაბოლიზმის გამო ან სხვა მიზეზებით მაინც სუქდებიან, როგორც წესი მტკიცებებს მოკლებულია.  სინამდვილეში როგორც წესი პირიქითაა,  მსუქანი და ჭარბ წონიანი ადამიანები საგრძნობლად დიდ ენერგიას ხარჯავენ ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად, ვიდრე გამხდარი ადამიანები.

ცხიმოვანი ქსოვილის განაწილებას ანატომიურ ადგილებში ენიჭება მნიშვნელობა სიმსუქნის და ავადობის კორელაციასთან მიმართებაში.  მაგ. ინტრააბდომინალური (მუცლის)  და აბდომინალური კანქვეშა ცხიმი  უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანქვეშა ცხიმი, რომელიც წარმოდგენილია კიდურებზე.   ამიტომ ცხიმის ეს განაწილება კლინიკურად განისაზღვრება  წელი/თეძოს გარშემოწერილობების ფარდობით.  ფარდობა  თუ მეტია  0,9  ზე ქალისთვის და > 1,0 კაცისთვის მიიჩნევა ნორმის დარღვევად.

სიმსუქნის მნიშვნელოვანი გართულებები:  ინსულინ რეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, ჰიპერილიპიდემია , ჰიპერანდროგენიზმი, უმეტესად  ასოცირებულია სწორედ აბდომინალური (მუცლის ცხიმების) ცხიმების სიჭარბესთან. ამ კავშირის ზუსტი მექანიზმი განსაზღვრული არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ ინტრააბდომინალური ცხიმები მეტაბოლურად უფრო აქტიურია.  თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების გამოთავისუფლებას პორტულ ცირკულაციაში გააჩნია უარყოფითი გავლენა ღვიძლზე. ასევე  ვისცერალური ადიპოციტების გამომუშავებული ციტოკინები და ადიპოკინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიმსუქნის სისტემურ გართულებებში.

 

ენერგიის ბალანსის ფიზიოლოგიური რეგულაცია

სხეულის  მასის რეგულაციაში მონაწილეობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის კოორდინირება. საბოლოოდ ეს ყველაფერი აისახება და მონაწილეობას იღებს   ენერგიის მიღება /დახარჯვაში.   კომპლექსური რეგულაცია აუცილებელია, ვინაიდან  მცირე იმბალანსსაც კი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ენერგიის მიღება/დახარჯვაში შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ცვლილებები ორგანიზმზე. მაგ.  0,3 % იმბალანსი  30 წლის მანძილზე   მიზეზი გახდებოდა  9 კილოს მომატებისა.

ენერგიის ბალანსის საუკეთესო მონიტორინგი ვერ ხერხდება  მხოლოდ კალორიების მიღება /დახარჯვა  დაკავშირებული ფიზიკურ აქტივობასთან, ვინაიდან სხეულის წონის რეგულირება დამოკიდებულია  ჰორმონების და ნეირო ჰორმონების კომპლექსურ მოქმედებასთან.

როდესაც ადამიანი ზედმეტ საკვებს იღებს, ან ნაკლებს   ეს ახდენს ფიზიოლოგიური ცვლილებების ინდუცირებას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ამ ცვლილებებს.   მაგ. თუ ადამიანი წონაში იკლებს ხდება -  მადის გაძლიერება და ენერგიის მოხმარების შემცირება.

თუ ზედმეტად იკვებება - მადა უქვეითდება და ენერგიის მოხმარება იზრდება.  

ხშირად კომპენსატორული მექანიზმბი ვერ აბალანსებს მკვეთრ და მუდმივ ცვლილებებს თუ ჭარბის საკვების მიღება გრძელდება და ცხოვრების სტილი დუნეა, ფიზიკური აქტივობა ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში ვითარდება სიმსუქნე.

მნიშვნელოვანი ადაპტაციური რეაქცია ცხიმოვან ქსოვილს აქვს  ადიპოციტებისგან მიღებული ჰორმონის ლეპტინის სახით, რომელიც მოქმედებს  თავის ტვინზე ჰიპოთალამუსზე  და გავლენას ახდენს მადაზე, ენერგიის ხარჯვაზე და ნეიროენდოკრინული ფუნქციონირებაზე.

მადაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, უმტესად ჰიპოთალამუსის დონეზე.  ვაგალური ინპულსები ძალიან მნიშვნელოვანია მას მოაქვს  ინფორმაცია ვისცერალური ორგანოებიდან მაგ. სამჭმლის მომნელებელი ტრაქტი (ნაწლავები).

ჰორმონები, რომლებიც გავლენას ახდენენ მადაზე: ლეპტინი, ინსულინი, კორტიზოლი, ნაწლავის პეპტიდი.  ასევე გრელინი, რომელიც გამოიყოფა კუჭში და ასტიმულირებს კვებას.  ასევე პეპტიდი  YY (PYY) და ქლეცისტოკინინი, რომელიც  წვრილ ნაწლავში გამოიყოფა და  გავლენას ახდენს  

ჰიპოთალამუსზე  პირდაპირ ან ცდომილი ნერვის მეშვეობით.  გლუკოზა ასევე გავლენას ახდენს მადაზე, მას შეუძლია შიმშილის გამოწვევა.  თუმცა მთავარ  რეგულატორს არ წარმოადგენს.

მადის რეგულაციაში მონაწილეობას ღებულობს  სეროტონინგერგული, კატექოლამინური და ენდოკააბინოიდური, ასევე ოპიოიდური სასიგნალო სისტემები.

ფსიქოლოგიური და კულტურული ფაქტორები ასევე მნიშვნელოვანია.  

 

იშვიათი სინდრომების გარდა (გენეტიკური) რომლის დროსაც ჩართულია ლეპტინის და მისი რეცეპტორების  და მელანოკორტინის სისტემა სპეციფიური დეფექტები, რომლებიც განსაზღვრავენ მადაზე მოქმედება ცნობილი და შესწავლილი არ არის.

ენერგიის ხარჯვა

ენერგიის ხარჯვა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: 1) მოსვენების ბაზალური მეტაბოლური ხარისხი,  2)  ენერგია, რომელიც საჭიროა საკვების მეტაბოლიზმის და შენახვისთვის.  3) ფიზიკური დატვირთვის თერმული ეფექტი და  4) ადაპტაციური თერმოგენეზი.   რომელიც ცვალებადია  ხანგრძლივ კალორიების მიღებასთან ერთად ( კალორიების მიღებასთან ერთად იზრდება).

ბაზალური მეტაბოლური ხარჯი - მთლიანი ენერგიის ხარჯვის  70 % შეადგენს .  5 – 10 % ფიზიკური აქტივობაა.

                                                                                              

ადაპტაციური თერმოგენეზი მიმდინარეობს ყავისფერ ცხიმოვან ქსოვილში.  მასში ცხიმები ლიპიდების ფორმით ინახება . ეს ენერგია სითბოს წარმოქმნას ხარჯდება.   ადაპტაციური თერმოგენეზი იზრდება ლეპტინის მოქმედებით.  მღრნელებში ყავისფერი ცხიმის ინჰიბირება იწვევს სიმსუქნეს, სტიმულირება  - სიგამხდრეს. (ბეტა 3 აგონისტებით)

 

ადიპოციტი და ცხიმოვანი ქსოვილი

ცხიმოვანი ქსოვილი წარმოდგენილია ცხიმის შენახვის უნარის მქონე ცხიმოვანი უჯრედებით და სტრომული/ვასკულარული კომპონენტებით. რომლებიც ასევე მოიცავს პრეადიპოციტებს და მაკროფაგებს, ცხიმოვანი ქსოვილი იზრდება ცხიმოვანი უჯრედების გადიდებით, ლიპიდების დაგროვებით. ასევე იზრდება ადიპოციტების რაოდენობის ზრდით (ჰიპერტროფია და ჰიპერპლაზია).   ცხიმოვანი ქსოვილის ზრდის დროს ასევე იზრდება ინფილტრაციული მაგროფაგების რაოდენობაც.  ადიპციტები წარმოადგენენ  ასევე ჰორმონალურ უჯრედებსაც ისინი გამოიმუშავებენ ლეპტინს, ციტოკინებს (ტუმორ ნეკროზ ფაქტორი) ალფა ინტერლეიკინ 6,    ანგიოტენზინოგენს, ადიპონექტინს.

 

 

სიმსუქნის ეტიოლოგია -  ზუსტი ეტიოლოგიის დადგენა ძნელია.

პირველი მიახლოებით პათოფიზიოლოგია ჩანს  მარტივი -  ჭარბი საკვების მიღება ხარჯვასთან მიმართებაში.

 

გენეტიკა თუ გარემო ფაქტორები

 სიმსუქნე ხშირად  ოჯახური ხასიათის არის  და მემკვიდრეობითია, მსგავსად როგორც სიმაღლე.   თუმცა მისი მემკვიდრეობითობა არ არის მენდელური ტიპის და ძნელი განსასაზღვრია ზუსტი როლის დადგენა გენეტიკასა და გარემო ფაქტორებს შორის.

აყვანილ  ბავშვებში დაკვირვებით, მათ წონა უფრო მეტად კორელაციაშია ბიოლოგიური მშობლებთან, ვიდრე იმ მშობლებთან ვისთანაც იზრდებიან, ეს  ფაქტი მხარს უჭერს სიმსუქნის გენეტიკურ ბუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკა მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები თამაშობს გადამწყვეტ როლს სიმსუქნის ფორმირებაში ან პრევენციაში.  მაგ. ფაქტია, რომ  კვების შეზღუდვა იწვევს სიგამხდრეს,  იმ ადამიანებშიც ვისაც ძლიერი გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს სიმსუქნისა.  ასევე მაგ. ამერიკაში ბოლო წლებში მკვეთრად მოიმატა სიმსუქნის გავრცელებამ ეს კი არ ნიშნავს გენეტიკური ავზის სწრაფ ცვლილებას, არამედ გარემო ფაქტორების დამსახურებაა.

კულტურული ფაქტორები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია  მაგ. ფიზიკური აქტივობის ცვლილება. დუნე ცხოვრების წესი.   განვითარებულ ქვეყნებში  სიმსუქნე უფრო გამოხატულია დაბალ სოციოეკონომიკურ ჯგუფში, მაშინ როცა განუვითარებელ ქვეყნებში პირიქითაა.  ბავშვებში სიმსუქნე კორელირებს ასევე ტელევიზორთან გატარებულ საათებთან.  ასევე ნახშირწყლოვანი, მაღალ კალორიული და ცხიმებით მდიდარი საკვებით კვება ასოცირებულია სიმსუქნესთან.

ძილის ნაკლებობა ასევე ხელს უწყობს სიმსუქნეს.

სპეციფიური გენეტიკური სინდრომები

სიმსუქნის პათოგენეზი

 სიმსუქნე უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია ან ენერგიის ჭარბი ოდენობით მიღებით, ან ნაკლები ოდენობით  ხარჯვით. ან ორივეთი ერთად.   ზუსტი მიზეზის დადგენა როგორც წესი ვერ ხერხდება ხოლმე ცოცხალი ორგანიზმის თავისუფლად ცხოვრების პირობებში.

როდესაც  ცხიმოვანი ქსოვილი ნაკლებია ჰიპოთალამუსში ხდება შიმშილის ცენტრის სტიმულირება (მადის ცენტრი), მეორეს მხრივ ენერგიის ხარჯვა მცირდება.  როდესაც ცხიმები არის ჭარბად,  ჰიპოთალამუსამდე მიდის შესაბამისი სიგნალები და შედეგად  მცირდება შიმშილის სტიმულირება და იზრდება ენერგიის ხარჯვა.   ბოლო წლებში  OB გენებს მიენიჭა მნიშვნელობა, რომლებიც აკოდირებენ ლეპტინის სინთეზს.  და bd  გენებს, რომელთა პროდუქტს წარმოადგენს ლეპტინის რეცეპტორი.

საკვების მიღების სტატუსი,  (ჭარბ წონიანები იღებენ თუ არა უფრო მეტ საკვებს, ვიდრე გამხდარი ადამიანები?)

მრავალი ჭარბწონიანი ადამიანი ამტკიცებს, რომ ისინი იკვებებიან მცირე ულუფებით, ანუ ჭამენ ცოტას.   მეორეს მხრივ უფრო სარწმუნო ფაქტი ისაა, რომ  ენერგიის ხარჯვა ჭარბ წონიან ადამიანში უფრო მაღალია, ვიდრე გამხდარში, შესაბამისად იგი მეტ საკვებს იღებს.  თერმოდინამიკის კანონებიდან გამომდინარე  ჭარბ წონიანი ადამიანი ყოველთვის ჭამს უფრო მეტს ვიდრე გამხდარი, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი სხეულის მასა.

მეორეს მხრივ, თუ ჭარბ წონიან ადამიანს  მეტი საკვები სჭირდება რადგან წონა შეინარჩუნოს და ენერგიის ხარჯვა მეტი აქვს, ასევე წონაში კლებასთან ერთად მცირდება მისი ენერგიის ხარჯი და მას შეიძლება დასჭირდეს ნაკლები საკვები დაბალი წონის შესანარჩუნებლად, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ადამიანს.

არსებობს ტენდენცია, რომ ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა განუვითარდათ ახალშობილობისას ან ბავშოვობაში, მათ აქვთ მოსვენების ენერგიის ხარჯვის დაბალი დონე, ვიდრე გამხდარ ადამიანებს.  ადამიანის ბეტა 3 ადრენერგული რეცეპტორების მუტაციამ შეიძლება გამოიწვიოს  სიმსუქნის რისკი ან ინსულინ რეზისტენტობა გარკვეულ პოპულაციაში.

ბოლო წლებში გამოიკვეთა თერმოგენეზის მნიშვნელბა, რომელსაც ჰქვია nonexercise activity thermogenesis  (NEAT) დაკავშირებულია სიმსუქნესთან.   თერმოგენეზის ეს ფორმა უკავშირდება ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობებს, რომელიც ხდება ყოველდღიურად, სიარულის დროს, დგომის და ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისას.  როდესაც ადამიანი ჭარბად იკვებება მისი თერმოგენეზი იზრდება მკვეთრად, ასევე  შესაბამისად იზრდება ენერგიის ხარჯვაც.

 

ჭარბი წონის და სიმსუქნის მკურანლობა.

სიმსუქნის ძირითადი მკურნალობა დიეტა და ფიზიკური აქტივობაა, ასევე გამოიყენება სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალებები რომლებიც  უმეტესად ან მადას თრგუნავენ, ან ცხიმების  აბსორბციას უშლიან ხელს.  თუ დიეტები და მედიკამენტები არაეფექტურია, მაშინ მიმართავენ სიმსუქნის ქირურგიულ მკურნალობას.  რომელიც  რათქმაუნდა დამატებით რისკებს შეიცავს.