Displaying items by tag: ჯანსაღი კვება

კარგი სახის კანი
ხშირად მაკიაჟს ვიკეთებთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, არამედ იმისთვისაც რომ დავმალოთ კანის ნაკლოვანებები: ნაოჭები, ფერიმჭამელები და პრიშიკები. იმისთვის რომ გამოიყურებოდეთ კარგად მაკიაჟის გარეშე საჭიროა მიაღწიოთ ლამაზ კანს, დიდ როლს ამ საკითხში თამაშობს კვება, სასურველია უარი თქვათ მავნე ჩვევებზეც (ალკოჰოლი, სიგარეტი და ა.შ) დღეში უნდა მიიღოთ 1,5-2 ლ  წყალი, ასევე უნდა გაანებივროთ კანი მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბებით და დილის სახის ვარჯიშით.

როგორ დავიბანოთ სახე სწორად
გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ ხშირი დაბანა აშრობს კანს. სინამდვილეში მნიშვნელოვანია სწორად დაბანა. დილა სასურველია დაიწყოთ მსუბუქი გამწმენდი საშუალებით, რომელიც თქვენი კანის ტიპისთვის არის, მერე უნდა წაისვათ მატონიზირებელი საშუალება, შემდეგ კი სახის კრემი.

წარბები
წარბები ისეა სახისთვის, როგორც ჩარჩო ფოტოსთვის, მოდაში ბუნებრივი წარბებია, აუცილებელია მისცეთ წარბებს სასურველი ფორმა და ფერი, მაგალითად თუ ღია ფერის კანი და თმა გაქვთ უპირატესობა მიანიჭეთ წარბების ყავისფერ საღებავს, თუ შავგვრემანი ხართ შავი წარბები მოგიხდებათ.

ჯანსაღი ძილი
ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობის, კარგი განწყობის და  სილამაზის საწინდარია. თუ 7 საათზე ნაკლები გეძინათ გაგიჭირდებათ უმაკიაჟოთ კარგად გამოიყურებოდეთ, თუ გამოიძინეთ კარგად დილას თქვენი სახე იბრწყინებს. ასევე დაგეხმარებათ ასეთი საშუალება: დააყენეთ გვირილის ან შალფეის ნაყენი, როცა გაცივდება გაყინეთ, შემდეგ კი გაყინული კუბიკებით გაიწმინდეთ სახე.

ტუჩები
ტუჩები ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ნაწილია, მაგრამ ხშირად გვავიწყდება მათი მოვლა. სასურველია ტუჩები დაიტენიანოთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით რომ არ დაგისკდეთ ან არ აგექერცლოთ.

თვალები და წამწამები
წამწამებსაც სჭირდება მოვლა, აბუსალათინის ზეთი გახდის თქვენს წამწამებს უფრო გრძელს და ხშირს, რაც საშუალებას მოგცემთ არ იხმაროთ ტუში.

ეს 7 საშუალება დაგეხმარეთ გამოიყურებოდეთ მაკიაჟის გარეშე შესანიშნავად...

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს...

იაპონიაში სიმსუქნე იშვიათობაა, იაპონელების მხოლოდ 3,5%-ს აქვს ჭარბი წონა. გთავაზობთ იაპონელების რამდენიმე სიგამხდრის საიდუმლოს, რომელიც თქვენც გამოგადგებათ:

რამდენად ხშირად და რამდენი უნდა ვჭამოთ დღეში? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, რადგან ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ. საჭმლის რაოდენობა და ჭამის სიხშირე დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, აქტივობაზე, დღის რეჟიმზე, აგებულებაზე, საცხოვრებელ ადგილზე და გენეტიკაზე. ძლიერი მანქანის ძლიერ ძრავს ბევრი საწვავი ჭირდება, პატარა მანქანას კი ნაკლები საწვავი ყოფნის.

კიბო მძიმე დაავადებაა, მასთან ბრძოლა კი რთულია. რა იწვევს ამ დაავადებას? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს, ჩვენი მიზანია ავიცილოთ თავიდან ყველა სავარაუდო ფაქტორი.

სწორად იკვებეთ, ივარჯიშეთ და იყავით ჯანმრთელი.

თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ხართ, დიეტაზე ხართ ან უბრალოდ მარტივი და გემრიელი სალათები გიყვართ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

ინგრედიენტები:
1ჭ ნუში
½ჭ ნიგოზი
½ ჭ ქოქოსის ფანტელი
1/3ჭ ქიშმიში
2/3ჭ გოგრის თესლი
2/3ჭ მზესუმზირის მარცვლები
3ს/კ სეზამის მარცვლები
1ს/კ ფორთოხლის ცედრა
2ს/კ კაკაოს კარაქი(ან ჩვეულებრივი)

კარტოფილი არა მხოლოდ სახიფათოა ფიგურისთვის, არამედ ის ზრდის მეორე ტიპის დიაბეტის რისკსაც. ამ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები.

100გრ - 78კკალ
ინგრედიენტები:

200გრ ქათმის ფილე
300გრ ბროკოლი
50მლ წყალი
15გრ ზეითუნის ზეთი
1 პატარა სტაფილო

წესი პირველი:  კარგად დაღეჭეთ. კვლევებით დადგენილია, რომ თუ თითო ლუკმას ღეჯავთ 40-ჯერ, ჭამთ 12%-ით ნაკლებს. სწრაფი ჭამა იწვევს სიმსუქნეს, რადგან როცა ნაყროვანების სიგნალი მოდის ადამიანმა უკვე გაცილებით მეტი შეჭამა ვიდრე მის ორგანიზმს ჭირდებოდა.

100გრ - 130კკალ
ინგრედიენტები:

სომხური ლავაში 2ც
ყველი 300გრ
მწვანილი/სალათის ფურცლები 1კონა