Displaying items by tag: გრიპი

გრიპის ვირუსს  უკავშირდება იგივე „სეზონური გაციება“, „სეზონური ინფექცია“ . ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი ადამიანი გაცილებით ადვილად იტანს ინფექციას ზოგიც რთულად.  რა თქმა უნდა ამას ინდივიდუალური ფაქტორები, იმუნიტეტის მდგომარეობა და სხვა გარემო პირობები განაპირობებს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის წელი რომელშიც დაიბადა ადამიანი.

საშუალოდ  ყოველ წელს,  სეზონზე  (იგულისხმება გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე) ადამიანი ორ სამჯერ ცივდება ერთხელ კი გრიპი ემართება.   არსებობს გზები, რომლითაც ამ არასასურველი  დაავადებების თავიდან აცილება შეგიძლიათ.

შემოდგომის მეორე თვიდან  იწყება გრიპის სეზონი და გაზაფხულამდე  გრძელდება. მრავალი ადამიანისთვის ძალიან შემაწუხებელი და რთულია. მეორეს მხრივ გრიპი ამცირებს შრომისუნარიანობას და ცხოვრების ხარისხს.  შეგახსენებთ რომ წამლებით გრიპის  ეფექტური მკურნალობა ეჭვ ქვეშ დგას.  მაგალითად. ოსალტამივირი, რომელიც იყო აღიარებული წამალი ღორის გრიპის წინააღმდეგ ათი წლის მერე აღმოჩნდა, რომ არაეფექტური ყოფილა. მოკლედ გთავაზობთ სახლში რაც შეგიძლიათ  გააკეთოთ გრიპის წინააღმდეგ და/ან რაც გრიპზე უნდა იცოდეთ.

გრიპი იწყება ერთბაშად, ძლიერი სიმპტომებით (ამით განსხვავდება გაციებისგან, რომელსაც უფრო სუსტი სიმპტომები ახასიათებს) : ცხელება, ყელის ტკივილი, ჩამონადენი ცხვირიდან, დაღლილობა.

გრიპი  იგივე ინფლუენზა  წარმოადგენს ინფექციურ დაავადებას, რომელსაც იწვევს ინფლუენზა ვირუსი.  სიმპტომები  გრიპის დროს არის საშუალოდან მძიმემდე. იშვიათად მსუბუქი. ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • ცხელება
  • ჩამონადენი ცხვირიდან
  • ყელის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი’
  • თავის ტკივილი
  • დაღლილობის ძლიერი შეგრძნება.

სიმპტომები იწყება როგორც წესი ინფიცირებიდან   2 დღეში (ან ერთ კვირაზე ნაკლებ პერიოდში).

ბავშვებში გრიპს შეიძლება თან ახლდეს გულისრევა-ღებინება, დიდებში იშვიათია.

გაციება (ნაზოფარინგიტი, რინოფარინგიტი, შეციება და ა.შ.) წარმოადგენს ვირუსულ ინფექციურ დაავადებას რომელიც ვითარდება ზედა სასუნთქ გზებში, უმეტესად   ინფიცირების პროცესში ჩართულია ცხვირ- ხახის მიდამო.

სიმპტომები: ხველება, ყელის ტკივილი, ჩამონადენი ცხვირიდან ცემინება და -ცხელება რომელიც უმეტესად რამდენიმე დღეში გადის 7-10 დღეში, სხვა სიმპტომები კი შეიძლება გაგრძელდეს  3 კვირის განმავლობაში. გაციების გამოწვევა შეუძლია  200 ზე მეტი სახეობის ვირუსს. ყველაზე ხშირი გამომწვევია რინოვირუსები.

გაციების დროს ინფიცირება და ანთებითი რეაქციები უმეტესად ცხვირ-ხახის მიდამოში ხდება , ასევე შეიძლება სინუსებიც იყოს ჩართული სინუსიტის სახით, ასევე თვალები კონუქტივიტით. სიმპტომები უმეტესად გამოწვეულია ადამიანის იმუნური რეაქციებით< ვიდრე ვირუსის მიერ ქსოვილების დაზიანებით.  ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილაქტიკა გაციებისთვის არის ხელების დაბანვა. გაციება იშვიათად რთულდება პნევმონიით, ან ვირუსული პნევმონიით ან ბაქტერიული პნევმონიით.

გაციების  მკურნალობა არ არსებობს.  თუმცა შესაძლებელია სიმპტომების მკურნალობა.  ადამიანი წლის განმავლობაში დაახლოებით  -2-3 ჯერ ცივდება, ხოლო ბავშვები  6-12 ჯერ.

გაციება ადამიანის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დაავადებაა.

გსიმპტომები:

  • ხველა (შედრებით სუსტია, ვიდრე გრიპის დროს იცის)
  • ჩამონადენი ცხვირიდან
  • ცხვირის გაჭედვა
  • ყელის ტკივილი (40 -50 %)
  • კუნთების ტკივილი
  • დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • მადის დაკარგვა
  • ცხელება (ზრდასრულებში იშვიათია)

პროგრესია

გაციება იწყება დაღლილობის გრძნობით, ცემინებით, თავის ტკივილით. შემდეგ ორი დღე  ჩამონადენი ცხვირიდან და ხველა.  სიმპტომები  პიკს აღწევს დაწყებიდან მეოთხე დღეს.  სიმპტომები ქრება  7-10 დღეში. ზოგ შემთხვევაში  3 კვირამდე. ხველება საშუალოდ 18 დღე გრძელდება ხოლმე.  ზოგ ადამიანს უვითარდება პოსტ-ვირუსული ხველება  რომელიც უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

გამომწვევები

  • რინოვირუსები (30-80 % შემთხვევების)~
  • პიკორნავირუსების 99 სეროტიპი.
  • კორონავირუსები (15 % შემთხვევაში)
  • ინფლუენზა ვირუსი 10-15 %
  • ადენოვირუსები 5%
  • ადამიანის პარაინფლუენზა ვირუსი, რესპირტორული სინციტიალური ვირუსი, ენტეროვირუსები, მეტაპნეუმოვირუსები. ხშირად გაციების დროს ერთზე მეტი ვირუსია წარმოდგენილი. ანუ რამოდენიმე სახის ვირუსით შეიძება იყოს დინფიცირებული ადამიანი ერთდროულად.

გადაცემა გაციება გადადის აერწვეთოვანი გზით.