Displaying items by tag: გლუტენის აუტანლობა'

გლუტენის აუტანლობის  6 ნიშანი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ. გლუტენი წარმოადგენს ცილას, რომელიც პურეულ პროდუქტში გვხვდება. მისი აუტანლობის შესახებ ინფორმაცია ძალიან ახალი არ არის, მაგრამ  არც სამედიცინო წრეებში და არც ხალხში მას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, არადა იმდენად მნიშვნელოვანი   სიმპტომების მიზეზი ხდება, რომ ადამიანს ცხოვრების ხარისხს და შრომის უნარიანობას უქვეითებს.

  • გამუდმებული თავის ტკივილები - შაკიკი. ზოგჯერ სწორედ გლუტენის აუტანლობის ბრალია.
  • ქრონიკული დაღლილობა - დაღლილობას რა თქმა უნდა სხვადასხვა მიზეზები აქვს დაწყებული აივ- ინფექციით და დამთავრებული უბრალო დამღლელი დღით, მაგრამ ზოგჯერ ის გლუტენის აუტანლობის ბრალია.  გლუტენის მიღება მისი აუტანლობისას ტვინზე უარყოფითად და დამთრგუნველად მოქმედებს.
  • სიმპტომები საჭმლის მომნელებელი მხრივ: გაზები, დიარეა, შებერილობა გამოკვეთილი მიზეზის გარეშე. ხშირად გლუტენის ბრალია. ბავშვებში კი შეკრულობა იცის იგივე მიზეზით.
  • გლუტენის აუტანლობა ისეთ სერიოზული დაავადებების მიზეზიც შეიძლება გახდეს როგორიცაა ავტოიმუნირი დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი,  სისტემური წითელი მგლურა,  ულცერატიული კოლიტი, რევმატიული ართრიტი, ფსორიაზი, სკლეროდერმა.
  • თავბრუსხვევის და სისუსტის შეგრძნება.
  • პილარული კერატოზი - ქათმისებრი კანი ვითარდება მკლავებზე, ფხებზე და გამოკვეთლი მიზეზი ცნობლი არ არის, თუმცა მრავალ შემთხვევაში ასოცირებულია  გლუტენის აუტანლობასთან.

გლუტენს შეიცავს შემდეგი პროდუქტები:

ხორბლის სახამებელი, ქატო, ხორბლის მარცვალი, შესაბამისად ნებისმიერი პურეული რაც ხორბლით მზადდება (თუ სპეციალურად გლუტენის გარეშე არ არის). ჭვავი, ქერი, ალაო.

შემდეგ საკვებში გვხვდება გლუტენი: მაკარონი, სპაგეტი, ვერმიშელი,  პური და საკონდიტრო  ყველა ნაწარმი თუ გლუტენისგან გამოთავისუფლებული არ არის. კრეკერები, ნამცხვრები, ტორტები,  შვრია და შვრიის ფაფები, ვაფლი, ტოსტი ბისკვიტი და ნებისმიერი მსგავსი საკვები, ლუდი (თუ გლუტენისგან გამოთავისუფლებული არ არის).