Displaying items by tag: gansxvaveb;ulad akeTeben

არის რაღაცეები რასაც ავთენტური ადამიანები განსხვავებულად აკეთებენ.

  1. ისინი უმეტესად ამბობენ იმას რასაც სწორად თვლიან და არა იმას რაც პოპულარულია.
  2. ისინი ამჯობინებენ ღრმა საუბარს - ურთიერთობებში არ გაურბიან ღრმა და ყოვლისმომცველ საუბარს.
  3. ისინი არ არიან „კი“ მეგობრები. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არ გეთანხმებიან. რა თქმა უნდა მხარდაჭერა იციან, მაგრამ გულწრფელად გეუბნებიან იმას რასაც ფიქრობენ და უარის თქმაც იციან. თუ თქვენ გყავთ მეგობარი, შეყვარებული ან ვინმე ვინც სულ გეთანხმებათ უნდა იცოდეთ რომ ადრე თუ გვიან მასთან და მის სიმართლესთან ავთენტურობის პრობლემა დაგიდგებათ.
  4. ცხოვრებას უფრო მარტივად უყურებენ, ვინაიდან ისინი იღებენ იმ რეალობას, რომ ყველაფერი მათი სურვილების მიხედვით არ მიდის და ყველაფერს თავისი დინება აქვს. ანუ მათ შეუძლიათ მიიღონ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, ამავე დროს შეუძლიათ მიიღონ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან.