Displaying items by tag: dakunTva

კუნთის ზრდაში მოიაზრებენ  სხეულის ჩონჩხის  კუნთების მოცულობით ზრდას. სხვაგვარად მას კუნთების ჰიპერტროფიას უწოდებენ. რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება.  1) სარკოპლაზმური ჰიპერტროფია, რომელიც პასუხისმგებელია კუნთებში გლიკოგენის მარაგის გაზრდაზე და 2)  მიოფიბრილარული ჰიპერტროფია, რომელიც პასუხისმგებელია მიოფიბრილების ზრდაზე.  იზოლირებულად  არც ერთი პროცესი არ ხდება.

კუთების ჰიპერტროფიის სტიმულირება ხდება შემდეგი საშუალებებით:

  • ძალისმიერი ვარჯიშები კუნთების ძალისმიერი ვარჯიშები მოიცავს  კონკრეტული ვარჯიშის  2-6 ჯერ ან   8-12 ჯერ გამეორებას (პროფესიონალი ბოდიბილდერებისთვის  8-12) . პირველი ეფექტი  კუნთების ზომების ზრდაში პირველივე დღეებში შეიმჩნევა.
  • პროგრესიული დატვირთვა - მიიჩნევა ყველაზე პრინციპულ საკითხად კუნთების ზრდისთვის. ვარჯიშის დროს უნდა გაიზარდოს დატვირთვა და ან გამეორებების სიხშირე.
  • ანაერობული ვარჯიშები - მარტივად რომ ვთქვათ დიდი ენერგიის ხარჯვა დროის მოკლე მონაკვეთში. მიიჩნევა, რომ ასეთი ტიპის ვარჯიშები  ეფექტურია გრძელვადიანად კუნთების ზრდისთვის.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ კუნთების ჰიპერტროფიაზე

  ასაკი და კვება მნიშვნელოვანია კუნთების განვითარებისთვის.  მაგ. პუბერტატულ ასაკში კაცებში კუნთების ზრდა დაჩქარებულია.  ამინო მჟავების ადექვატური მიღება აუცილებელია  კუნთების ზრდისთვის. ასევე ტესტოსტერონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუნთების ზრდისთვის.  ამიტომ კაცები უფრო ადვილად „იკუნთებიან“, ვიდრე ქალები, ასევე ტესტოსტერონი ანაბოლური სტეროიდების სახით მიიღება კუნთების ზრდისთვის.  თუმცა ანაბოლური სტეროიდების გამოყენება უმეტესობა ქვეყანაში რეგულირებული პრეპარატია რაც იმას ნიშნავს, რომ  გამარტივებულად მისი შეძენა დაუშვებელია, სტეროიდებს აქვთ გვერდითი ეფექტები: სათესლეების ატროფია, გულის გაჩერება,  გინეკომასტია.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.