Displaying items by tag: ცელიაკია

ცელიაკაი წარმოადგენს იმუნურ დაავადება, რომელსაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ვინაიდან მის მიერ ორგანიზმისთვის მიყენებული ზარალი მაღალია. 

რა არის ცელიაკია?  ეს არის დაავადება, რომელიც გამოიხატება გლუტენის აუტანლობით, გლუტენი კი არის ცილა, რომელიც  შედის პურში და სხვა ხორბლის ნაწარმში. ანუ ადამიანი მიიღებს პურს და მას უვითარდება უარყოფითი რეაქცია, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმს ნორმალურ ფუნქციონირებაში.

რითი შეიძლება გამოიხატებოდეს ცელიაკია?

  • კუჭ ნაწლავის ტრაქტში ანთებით პროცესებით/დიარეით, მუცლის შებერილობით და დისკომფორტის მუცლის მიდამოში. შეიძლება ეს სიმპტომები არ იყოს, მაგრამ ადამიანს  მაინც ჰქონდეს ცელიაკია.
  • ბ ვიტამინის შეწოვის დარღვევით/დეფიციტი
  • რკინის დეფიციტით

გლუტენის აუტანლობა საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  მისი სიმპტომები შეიძლება იყოს დაწყებული სახსრების ტკივილით, დამთავრებული დაღლილობით და დეპრესიით.

გლუტენი წარმოადგენს ცილას, რომელიც შედის ხორბლეულის და ბრინჯის შემადგენლობაში. 

ცელიაკია წარმოადგენს ავტოიმუნურ დაავადებას, რომელიც გლუტენის აუტანლობის ტიპია. როდესაც გლუტენი ხვდება ორგანიზმში  იწყება ავტიომუნირი რეაქციები და ნაწლავის უჯრედული შრეები ნადგურდება თვითონ ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ.  100 დან  1 ადამიანს ეს პრობლემა აწუხებს. ანუ  ცელიაკია იშვიათი დაავადება არ არის.