Displaying items by tag: ბავშვის ფსიქოლოგია

„დისციპლინის გარეშე არაფერი გამოვა“, „უნდა მივცეთ მას თავისუფლება და თავად მიხვდება რა არის სწორი“, როგორ ვიპოვოთ ბალანსი სიმკაცრესა და სირბილეს შორის? და რას გვიქადის უკიდურესობები აღზრდაში?

ზოგჯრ წარმოვთქვამთ ამ ფრაზებს დაუფიქრებლად, ხშირად ეს ხდება როცა ცუდ ხასიათზე ვართ, დავიღალეთ  და ზოგადად სტრესის მდგომარეობაში ვართ. ეს ის ფრაზებია, რომლებიც გულს გვტკენდა ბავშვობაში , როცა ბავშვს ამას ვუმეორებთ გადავცემთ ჩვენს ნეგატიურ გამოცდილებას.

არსებობს მცდარი მოსაზრება რომ შეუძლებელია იყო კარგი მშობელი და ამასთანავე კარგი მეგობარი შენი შვილისთვის. რა არის მეგობრობა? პატივისცემა, სურვილი ხედავდე მას ბედნიერს და წარმატებულს, უსურვებ მას რასაც საკუთარ თავს, ასევეა მშობლის შემთხვევაში, ასე რომ ეს მოსაზრება მცდარია.

ნებისმიერ ბავშვს ტკივა როცა ეცემა, ბავშვობა კი წაქცევის და ნატკენი ადგილების გარეშე არ არსებობს, ბავშვი დახტის, დარბის ეცემა და ზიანდება. მას სტკივა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი გამოძახილი აქვს ამას გარშემომყოფებში. ერთია თუ აგაყენებენ და დაგამშვიდებენ, დაინახავენ რომ გტკივა, თითქოს აღიარებენ რომ გტკივა, სულ სხვა საქმეა თუ ბავშვს ეუბნებიან: შენი ბრალია, ან ის მიიღე რეც დაიმსახურე, ხომ გითხარი თვალები გაახილე და ყურადღებით იყავიო.

1) მე მჯერა შენი

ერთი ქალი ხშირად უმეორებდა თავის სამი წლის შვილს „მე მჯერა შენი“ და ერთხელაც მას ეს რწმენა უკან დაუბრუნდა ბუმერანგივით.

ერთხელ მან დაკარგა სახლის გასაღები, დიდხანს ეძება და რომ ვერ იპოვა სასოწარკვეთილი დაჯდა დივანზე, უცებ იგრძნო რომ ვიღაც ექაჩებოდა, მის წინ მისი პატარა შვილი იდგა და ეუბნებოდა : „დედიკო, მე ვიცი რომ შენ შეძლებ გასაღების პოვნას, მე მჯერა შენი! „

ამ სიტყვებმა თითქოს ძალა შემატა, ძებნა განაგრძო და მართლაც მალე იპოვა გასაღები.

მართლაცდა ამ ფრაზას დიდი ძალა აქვს.

„შეხედე შენს დას, რატომ არ შეგიძლია შენც ასე მოქცევა?“ „აი მამა მოვა და...“, ყველამ იცის რომ ამის თქმა ბავშვისთვის არ ღირს, მაგრამ ყველამ არ იცის რომ ზოგმა ერთი შეხედვით უცოდველმა ფრაზამ, რომელსაც გამუდმებით ვიყენებთ შეიძლება დამანგრევლად იმოქმედოს ბავშვის ფსიქიკაზე და ჩვენს ურთიერთობაზე.

რა არის ბედნიერება და როგორ მივაღწიოთ მას? ამ საკითხებზე კამათი არ წყდება. ზოგს მიაჩნია რომ ბედნიერება არის ბავშვების ყოლა, ზოგი კი თვლის რომ ბედნიერება პირად ცხოვრებაშია, - სიყვარული. როგორ შევუთავსოთ ეს ორი ბედნიერება ერთმანეთს?

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაზარდოთ ბედნიერი ბავშვი, მამის გარეშე.
მარტოხელა დედები დღევანდელობაში ხშირად გარემოებების მსხვერპლი კი არა დღევანდელობის გმირები არიან.
ბავშვებზე ზრუნვა მამის გარეშე არც ისე ადვილია, რადგან დედას ეკისრება ორმაგი პასუხისმგებლობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ რომ თქვენს ბავშვს არ ჭირდება მსხვერპლად შესწიროთ თქვენი ცხოვრება. ჩვენი ურთიერთობის მთავარი მოტივია სუფთა და უპირობო სიყვარული.

სკოლის წლებს ზოგი სიამოვნებით იხსენებს ზოგს კი სულ არ უნდა გახსენება...

1) უპირობოთ მიიღეთ ბავშვი, გიყვარდეთ არა იმიტომ, რომ ლამაზია, ჭკვიანია, ნიჭიერია, კარგად სწავლობს, გეხმარებათ და ა.შ , არამედ ისე, უბრალოდ, მხოლოდ იმისთვის რომ არსებობს.

2) არ ჩაერიოთ იმ საქმეში, რომელსაც ბავშვი აკეთებს, თუ არ გთხოვათ დახმარება. თუ არ ჩაერევით ეს იქნება თქვენი რწმენა მისდამი.

3) თუ ბავშვს უჭირს და მზად არის მიიღოს თქვენი დახმარება, აუცილებლად დაეხმარეთ. ამავდროულად საკუთარ თავზე აიღეთ მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც არ შეუძლია, დანარჩენის გაკეთება მას მიანდეთ. როცა ბავშვი აითვისებს ახალ მოქმედებებს ნელ-ნელა გამოეცალეთ და გადააბარეთ მთლიანად ეს საქმე.

4) ხვალ ბავშვი თვითონ გააკეთებს იმას, რასაც დღეს დედასთან ერთად აკეთებდა, სწორედ იმის წყალობით, რომ ამას აკეთებდა დედასთან ერთად.

5) თანდათან მთლიანად გადაეცით პასუხისმგებლობა პირად საქმეებზე.

6) ბავშვის პიროვნება და შესაძლებლობები ვითარდება მხოლოდ იმ საქმიანობაში, რომელსაც თავისი სურვილით და სიამოვნებით აკეთებს.

7) არ არსებობს სიტუაცია, როცა შეიძლება ბავშვის ცემა. პატივი ეცით მას როგორც პიროვნებას.

8) შეიძლება გამოხატოთ თქვენი უკმაყოფილება ბავშვის ცალკეული ქმედებებით, მაგრამ არ უნდა გამოხატოთ ბავშვით უკმაყოფილება. შეიძლება განსაჯოთ მისი საქციელი, მაგრამ არა მისი გრძნობები, რაც არ უნდა არასასურველი მოგეჩვენოთ ისინი. უკმაყოფილება ბავშვის ქმედებებით არ უნდა იყოს სისტემატიური, თორემ ეს გადაიზრდება ბავშვის მიუღებლობაში.

9) ჩაეხუტეთ  დღეში რამდენჯერმე. ოთხი ჩახუტება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია დღის განმავლობაში, იმისთვის კი, რომ ადამიანმა თავი კარგად იგრძნოს საჭიროა დღეში 8 ჩახუტება. ეს ჭირდება ბავშვსაც და ზრდასრულ ადამიანსაც.

10) მოიფიქრეთ რამდენიმე საქმიანობა, ოჯახური საქმე ან ტრადიცია, რომლებიც შექმნის სიხარულიან ატმოსფეროს. ისე რომ ეს საქმიანობა იყოს რეგულარული, რომ ბავშვი ელოდებოდეს და იცოდეს, რომ აუცილებლად გააკეთებს სასიამოვნო რამეს, გადადეთ ეს საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ძალიან ცუდად მოიქცა.

11) ბავშვის საუკეთესო სასჯელია მოაკლოთ ის კარგი რაც უყვარს და არა ის რომ რამე უარყოფითი გაუკეთოთ.

12) ბავშვებს ჭირდებათ მოძრაობა, ნივთების გამოკვლევა, საკუთარი ძალების მოსინჯვა. ამის დაშლა იგივეა რომ მოინდომოთ წყალუხვი მდინარის დაგუბება. ჯობია მიმართოთ ის საჭირო მიმართულებით.

13) ბავშვებს ჭირდებათ წესრიგი და ქცევის წესები. ასე მათ უადვილდებათ ცხოვრება, უჩნდებათ უსაფრთხოების გრძნობა.

14) ბავშვი თავს კარგად გრძნობს, როცა ესმით მისი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია  სიახლეების გამოკვლევაში თავისუფლება და ახალი შთაბეჭდილებების მიღება. ბავშვი სინჯავს თავის შესაძლებლობებს, ნელ ნელა უმატებს ზღვარს. როცა პატარაა უნდა რაც შეიძლება მაღლა ავიდეს ხეზე, რომ გაიზრდება სახლისგან მოშორებით უნდა თამაში, უფრო რომ გაიზრდება სახლში ჩვეულზე გვიან დაბრუნება...ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ იქცევიან მშობლები. ლექციები და აკრძალვები აქ უძლურია.

 

15) ყველაფერი, რისი შეცვლაც ბავშვებში გვსურს უნდა შევამოწმოთ, შეიძლება ეს სწორედ ისაა რისი შეცვლაც პირველ რიგში საკუთარ თავშია საჭირო.