ჭარბი წონა და სიმსუქნე ბავშვებში

ჭარბი წონა ბავშვებში  საკმაოდ გავრცელებულია და დროთა განმავლობაში მისი გავრცელება კიდევ უფრო იმატებს. ბავშვების დაახლოებით  17 % ამერიკაში მსუქანია.  ჭარბ წონიანი კიდევ უფრო მეტია.   ხშირად ჭარბწონიანი ბავშვის მშობლებიც ჩარბწონიანები არიან.   არსებობს პირდაპირი კავშირი ტელევიზორის ყურების ხანგრძლივობასა და სიმსუქნეს შორის. ის ბავშვები რომლებიც დიდ დროს უყურებენ ტელევიზორს და ჭამენ ტელევიზორის წინ არიან სიმსუქნის განვითარების რისკის ქვეშ.   ქალაქში უფრო ხშირია სიმსუქნე, ვიდრე სოფლად. ასევე ორსულობაში დედის სიმსუქნე განაპირობებს ბავშვის სიმსუქნესაც.   მაგ. დედა თუ მსუქანია ბავშვს  3-5 ჯერ მეტი რისკი აქვს სიმსუქნის განვითარების.  ასევე ორსულობის ასაკთან შედარებით პატარა წონის ბავშვებს აქვთ რისკი ჭარბი წონის და დიაბეტის.

ბავშვებში ჭარბი წონა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ზრდის, მეტიც ზრდის  დიაბეტის რისკს ახალგაზრდა ასაკში.

ბავშვებში ჭარბი წონის გართულებები:

 

  • ფსიქოლოგიური - დისკრიმინაცია, მიმღებლობის პრობლემები, იზოლაცია, დეპრესია.
  • ზრდა - იზრდება „ძვლების ასაკი“,  ადრეულად დგება მენარქე. შეიძლება იყოს  სიმაღლეში ზრდის პრობლემებიც.
  • ცნს- ფსევდომოტორული დარღვევები.
  • სასუნთქი სისტემა - ობსტრუქციული ძილის აპნეა
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა - ჰიპერტენზია, გულის ჰიპერტროფია, არითმიები, გულის ისემიური დაავადება, უეცარი სიკვდილი.
  • ორთოპედიული - ბლოუნტის დაავადება, ბარძაყის ეპიფიზის დეფორმაცია.
  • მეტაბოლური - ინსულინ რეზისენტობა, შაქრიანი დიაბეტი,
  • ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპერქოლესტერინემია, პოდაგრა,
  • ჰეპატური სტეატოზი,
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი.

სინდრომები და დაავადებები, რაც ასოცირებულია ბავშვთა ასაკში წონაში მატებასთან:

  • ალსტორმის სინდრომი
  • კარპენტერის სინდრომი
  • ჰიპოთალამური სიმსივნე
  • ჰიპერინსულინიზმი
  • კუნთოვანი დისტროფია
  • მიელოდისპლაზია
  • პრადერ ვილის სინდრომი
  • ტარნერის სინდრომი

ჟელივიტი წარმოადგენს საბავშვო მულტივიტამინების კომპლექსს. ჟელეს გემრიელ აბებში.  ჟელივიტის შემადგენლობაში  ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა საჭირო ვიტამინი და მიკროელემენტია.  დეტალური ინფორმაცია  ჟელივიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4210 times