საკვების მოკლე ისტორია და მომავალი

ადამიანის საკვების მრავალფეროვნება წარსულში როგორც წესი განპირობებული იყო იმ გეოგრაფიული მდებარეობით სადაც ესა თუ ის ადამიანთა ჯგუფი ცხოვრობდა.   დღესაც კი ადამიანები საკვებად იყენებენ ვეშაპებს, ღამურებს, ობობებს და ა.შ რომ აღარაფერი ვთქვათ ქართული სამზარეულსთვის ნაცნობი პროდუქტების შესახებ.  

ინდუსტრიული პერიოდის დადგომის შემდეგ, რაც საკვებზე წვდომა გაადვილდა  ჭარბი წონის პრობლემის წინაშე დადგა მსოფლიო, მათ შორის  განვითარებადი ქვეყნებიც. შესაბამისად სამეცნიერო წრეებში მუდმივად მიმდინარეობს კვლევები საკვების შესახებ, რა არის კარგი და რა ცუდი.  მაგალითად ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ითვლებოდა, რომ  კვერცხი არაჯანსაღი საკვებია ქოლესტერინის შემცველობის გამო, ეს წარმოდგენა გაქარწყლდა  1996 წლიდან კვლევების შედეგებით რომელთა თანახმადაც დღეში  2 კვერცხის მიღება რეგულარულად გავლენას არ ახზდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებაზე.

 

შემდეგ საუბარი იყო ცხოველურ ცხიმებზე, მიიჩნეოდა, რომ ცხოველური ცხიმების მიღება ზიანს აყენებს ორგანიზმს, დღეს კი ითვლება, რომ ასე არ არის და მხოლოდ ტრანს ცხიმები - მარგარინი და ყველაფერი რაშიც მარგარინს უკეთებენ არის საზიანო.

ასევე მნიშვნელოვანი დისკუსიები მიდის ვეგეტარიანელობის შესახებ რა შედეგების მომტანი იქნება ადამიანის ორგანიზმზე და გარემოზე.

მეორეს მხრივ მეცნიერები მუდმივად ფიქრობენ ახალ შესაძლებლობებზე და გარემოს უფრო ეფექტურ გამოყენებაზე რათა საკვები იყოს უფრო ჯანსაღი და ეკოლოგიაც იყოს უფრო დაცული.  ამიტომ მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ  სამომავლოდ შესაძლებელია ზღვების და მათი რესურსების გამოყენება, უკეთესად ათვისება საკვების მიღების კუთხით. მაგალითად ზოგიერთ  წყალმცენარეს შეუძლია გახდეს მარცვლეულის ალტერნატივა.

შემდეგი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ხორცის პრობლემა,  ცხოველების გაზრდა მათი დაკვლის მიზნით ეხება როგორც მორალურ პრობლემებს ასევე სხვა გარემოებებს, მაგ. ფართობი, გაზრდის ხარჯები და ა.შ. ამიტომ მეცნიერები მუშაობენ ხელოვნური ხორცის შექმნაზე, ანუ ხორცი, რომელიც ლაბორატორიაში მიიღება.  და შესაძლოა მომავალში  ლაბორატორიაში მიღებული ხორცი გაიყიდოს დახლებზე ცხოველთა დაკვლის გარეშე.

და ბოლოს მუდმივად არის მცდელობა შეიქმნას სუპერსაკვები, რომელიც ადამიანს მოამარაგებს ყველა საჭირო ნივთიერებით თუ ნაერთით რაც ჰომეოსტაზისთვის არის აუცილებელია, არის ასეთი საკვების შექმნის მცდელობები მაგ. Soylent   -  საკვები ბარი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ცილას, ცხიმს და მიკროელემენტს რაც ადამიანს სჭირდება დღურად.  თუმცა რამდენად პრაქტიკული და ხელმისაწვდომია მისი გამოყენება მუდმივად, ან რა შედეგების მომტანი იქნება ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში   ამ ეტაპზე უცნობია. 

რომ შევაჯამოთ შეგვიძლია ვთქვათ რომ რა ეტაპზეც კაცობრიობა იმყოფება კვების ინდუსტირაში ამ ეტაპზე არც თუ სახარბიელოა, მაგრამ არც ტრაგიკული.  ფაქტია, რომ საკვების და გარემოს გაუარესების მიუხედავად ადამიანთა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მაინც იზრდება. რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს, რომ  ჩვენი კვების წესი სწორია, ეს უფრო სამედიცინო მიღწევების შედეგია მაგრამ პირდაპირი საგანგაშო მდგომარეობა პირველ მიახლოებაში კაცობრიობის წინაშე არ დგას.  თუმცა არც მნიშვნელოვანი და პირდაპირი გაუმჯობესების საშუალება არ ჩანს ჰორიზონტზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ  ადამიანთა რიცხოვნობის ზრდის ტემპებს.  ამიტომ მეცნიერების მნიშვნელოვანი მუშაობა და მონდომებაა საჭირო რათა ამ კუთხით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მივაღწიოთ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3771 times