მარწყვი პესტიციდებით დაბინძურების მხრივ პირველ ადგილზეა.

მარწყვი, რომლის სეზონი ახლა იწყება და ალბათ ბევრი ჩვენთაგანისთვის უსაყვარლესი ხილია , როგორც მეცნიერები გვეუბნებიან არათუ სასარგებლო არ არის, არამედ შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელიც იყოს. 

 Environmental Working Group (EWG)  ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით მარწყვების  98 % ანუ თითქმის სრულად რაც ბაზარზეა წარმოდგენილი შეიცავს პესტიციდებს. მათი ნახევარი  10 სახეობის პესტიციდს მაინც შეიცავს, ხოლო   ზოგიერთი მათგანი 17 ზე მეტ ამოცნობად პესტიციდს შეიცავს. ცუდი ის არის, რომ პესტიციდების ნაწილი იწვევს  ნევროლოგიურ პრობლემებს, რეპროდუქტოლოგიურ დარღვევებს, ჰორმონულ დისბალანსს. სწორედ ამიტომ მარწყვის დიდი ოდენობით მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი სეზონი არ არის (საქართველოში) საფრთხის შემცველია. პესტიციდები წარმოადგენს ქიმიურ აგენტებს, რომელიც იცავს ხილს  მწერების და დაავადებებისგან, მაგრამ ამავე დროს მავნე გავლენას ახდენს  ორგანიზმში მათი მოხვედრა.  

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  მარწყვი  პესტიციდებით დაბინძურებით პირველ ადგილზეა ყველა ხილს შორის.

მეორე ადგილზე მოდის ვაშლი(რომელიც ბოლო ხუთი წელი პირველ ადგილს იკავებდა).

მესამე ადგილზეა ვაშლ-ატამა.  შემდეგ ატამი. მოკლედ ყველა ხილი რომელიც უნდაკლოდ გამოიყურება იცოდეთ, რომ  პესტიციდებით არის გაჯერებული. 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 1742 times