რატომ უნდა მიირთვათ მწიფე ბანანი

ბანანი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საკვები პლანეტაზე,  მასში დიდი ოდენობით არის ვიტამინები, მინერალები. გაცილებით მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკვები.

თუ დღეში ორ მწიფე ბანანს მიირთმევთ მიიღებთ   ანტიოქსიდანტების მაღალ დოზას. 

რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა დღეში ორ მწიფე ბანანს მიირთმევთ:

 

  • უმჯობესდება განწყობა.  ბანანი წარმოადგენს ერთგვარ ანტიდეპრესანტს, შეიცავს ტრიფტოფანს რომელსაც ტვინზე აქვს დეპრესიის საწინააღმდეგო მოქმედება.
  • გექნებათ მეტი ენერგია -  ბანანი შეიცავს  სამ ბუნებრივ შაქარს: ფრუქტოზას, გლუკოზას, საქაროზას.  ამასთან ერთად შეიცავს ბოჭკოვანსაც, ამიტომ  მის შემადგენლობაში შემავალი შაქრები არ არის იმდენად  მავნე, როგორც  საკონდიტრო ნაწარმის ან სხვა დამუშავებული პროდუქტის და შაქრიანი პროდუქტების შემთხვევაშია.
  • ბანანი ზომიერად დიეტური საკვებია - 200 კალორიამდე შეიცავს საშუალო ზომის ბანანი, ზოგჯერ ნაკლებსაც. შეიძლება თითქმის ყველა მდგომარეობაში. მხოლოდ არასასურველია  დიაბეტის და პრე დიაბეტის დროს.
  • ეხმარება ორგანიზმს ჰორმონული ბალანსის აღდგენაში- შეიცავს კალიუმს და B 6 ვიტამინს,  ეს კომბინაცია კი აუცილებელია ჰორმონების სინთეზისთვის.
  • აქვს გულძმარვის საწინააღმდეგო მოქმედება - კალიუმის შემცველობის გამო.
  • ამცირებს სისხლის წნევას - დღეში ორი მწიფე ბანანის მიღება სისხლის წნევას  10 % ით ამცირებს.
  • ბანანი აძლიერებს ძვლებს - ბანანი ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას, შედეგად თქვენი ძვლები უფრო მტკიცე ხდება.
  • უზრუნველყოფს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას - ბანანი მაღალი დოზებით შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ასევე შეიცავს ვიტამინ B6 ეს კომბინაცია კი სწორედ ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვისაა.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2600 times