არაყის გავლენა ორგანიზმზე

არაყი წარმოადგენს  ალკოჰოლურ სასმელს , რომელიც შედგება  წყლის და ეთანოლისგან (სპირტი), იშვიათად ურევენ არომატიზატორებს ან სანელებლებს.   ტრადიციულად არაყი მზადდება  ხორბლის ფერმენტაციით (პროცესი, რომლის შედეგადაც ნახშირწყლებიდან იღებენ ალკოჰოლს და ნახშირბადის დიოქსიდს, ან ორგანულ მჟავებს  მასზე საფუარი სოკოებით, ბაქტერიებით ან მათი კომბინაციური მოქმედებით, ანაერობულ მდგომარეობაში).    არაყს ხშირად ამზადებენ კარტოფილისგანაც. 

არაყი  ევროპის კავშირის განსაზღვრებით იწოდება თუ მინიმუმ  37,5 % იანი ალკოჰოლური შემცველობითაა, ხოლო ამერიკული სტანდარტებით მისი ალკოჰოლურობა არ უნდა იყოს  40 % ზე ნაკლები.

 

არაყი, როგორც წესი წყლის და ყინულის გარეშე ისმევა, ის განსაკუთრებით პოპულარულია:  ბელარუსში, ესტონეთში, ფინეთში, ისლანდიაში, ლატვიაში, რუსეთში, შვედეთში, პოლონეთში, უკრაინაში და კავკასიაში, მათ შორის საქართველოშიც.  არსებობს არყის სხვადასხვა ვარიაციები:

  • კოქტეილები არყით
  • არაყი მარტინი
  • კოსმოპოლიტანი (კოქტეილი არყით)
  • არაყი ტონიკი
  • შავი და თეთრი რუსული არაყი
  • სისხლიანი მერი (არაყი, ტომატი, მარილი, წიწაკა, ზეთისხილი და სხვადასხვა სოუსებით მზადდება)

არაყს სავარაუდოდ  სლავური წარმოშობა აქვს. მის შესახებ ცნობები მეთხუთმეტე საუკუნიდან მოიპოვება პოლონეთში.  ამავე პერიოდში რუსეთშიც იწარმოებოდა არაყი.

არაყი როგორც წესი გამოხდილია და ის არ შეიცავს სახამებელს ან შაქრებს.  მარცვლეულის არყებს შორის ჭვავის არაყი ითვლება უკეთესად.  ზოგადად კი არაყს აკეთებენ:  კარტოფილისგან,  ბადაგისგან,   სოისგან,  ყურძნისგან,  ბრინჯისგან, თალგამისგან, ასევე ხის მერქნისგანაც კი, შაქრისგან. ზოგ ქვეყანაში  არაყის წარმოება სტანდარტიზებულია და მისი წარმოება შეიძლება მხოლოდ  ყურძნის, კარტოფილის  და შაქრისგან.

შავ ბაზარზე არაყი საკმაოდ კარგად იყიდება, ვინაიდან ადვილი საწარმოებია და დამატებითი გადასახადების გარეშე იყიდება, თუმცა მის მიღებას შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტები მოყვეს,  მოწამვლა, სიბრმავე და სიკვდილიც კი.

არყის გავლენა ჯანმრთელობაზე:

  • ამცირებს სტრესს
  • აქვს ანალგეზიური მოქმედება ( ხშირად იყენებდნენ კბილის ტკივილის გაყუჩებისთვის)
  • შეიძლება ჰქონდეს მცირედ კარდიოპროტექტორული მოქმედება, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს.
  • გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება. შესაძლოა მისი გამოყენება, როგორც ანტისეპტიკი, განსაკუთრებით თუ მაღალი ალკოჰოლის შემცველობა აქვს და სუფთა არაყია მინარევების გარეშე.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 6408 times