A ვიტამინის მნიშვნელობა

A  ვიტამინი წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის.   ა ვიტამინის სინონიმია რეტინოლი. ხოლო მის მსგავს ნივთიერებებს რეტინოიდებს უწოდებენ. მაგ. ბეტა კაროტინი წარმოადგენს რეტინოიდს, რომლისგანაც სინთეზირდება A ვიტამინი.

A  ვიტამინის აბსორბცია ხდება წვრილ ნაწლავში,  ბეტა კაროტინიც შეწოვის შემდგომ გარდაიქმება რეტინოლად. თუ ადამიანი მიიღებს დიდი ოდენობით  ბეტა კაროტინს მაგ. შეჭამს დიდი ოდენობით მანდარინს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე კანზე. (ჰიპერკაროტინემია) ამ დროს სკლერა რჩება თეთრი და სწორედ ამით განსხვავდება სხვა პათოლოგიური სიყვითლეებისგან.   A  ვიტამინის ტოქსიურობა არ ვითარდება  ჰიპერკაროტინემიის დროს.

A  ვიტამინი  გარდაიქმენება რეტინოის მჟავად, რომელიც აუცილებელია ქსოვილების დიფერენციაციისთვის და ზრდისთვის. ამიტომაც უწოდებენ მას ზრდის ვიტამინს.

 

რეტინოლის ოქსიდაციით მიიღება როდოფსინი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე  სინათლის მიმართ მგრძნობიარე პიგმენტს, ამიტომ  ის მნიშვნელოვანია ღამის ხედვის დროს. როდესაც  A  ვიტამინის ნაკლებობაა ვითარდება ღამის სიბრმავე (იგივე ქათმის სიბრმავე), ანუ ადამიანები შებინდებულზე კარგად ვერ ხედავენ.

A  ვიტამინის წყარო

  • კვერცხის გული
  • კარაქი
  • რძე
  • ღვიძლი
  • მწვანე და ყვითელი მცენარეები

A  ვიტამინის ფუნქციები

  • ნორმალური ხედვა ღამის ხედვა.
  • ლორწოვანის მასინთეზირებელი ეპითელიუმის დიფერენციაცია.
  • იმუნური სისტემის სტიმულაცია
  • ზრდის და რეპროდუქციის სტიმულაცია

A  ვიტამინის დეფიციტის მიზეზები

  • კვებით მიღებული A  ვიტამინის შემცველი საკვების ნაკლებობა.
  • ცხიმების მალაბსორბცია (მაგ. ლიპაზას ინჰიბიტორები)

A  ვიტამინის ტოქსიურობის მიზეზები

  • პოლარული დათვის ღვიძლის მიღება საკვებად, ვეშაპის ღვიძლი, ზვიგენის ღვიძლი, ტუნას ღვიძლი.
  • A ვიტამინის მეგა დოზების მიღება.
  • აკნეს მკურნალობა იზოტრეტინოინით.

A  ვიტამინით მკურნალობენ:

  • აკნეს (იზოტრეტინოინი)
  • მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია -  იწვევს ლეიკემიური უჯრედების დიფერენციაციას ნეიტროფილებად, შემდეგ  დგება აპოპტოზი და კვდებიან.
  • წითელას მკურნალობა . წითელას შემდგომი სიბრმავის პრევენციისთვის.
  • თმოვანი ლეიკოპლაკიის მკურნალობა (ეპშტეინ ბარის ვირუსის გამო, გამოიყენება ადგილობრივად).
  • რეტინიტის პიგმენტოზას სამკურნალოდ.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4613 times