ქათმის ხორცი - ნუტრიციოლოგიური ფაქტები

ქათმის ხორცი საკმაოდ    სასარგებლოა  ორგანიზმისთვის.  მას აქვს მრავალი დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მისი უარყოფითი მხარე მაღალი ქოლესტერინის შემცველობაა, რა თქმა უნდა მეორე დიდ პრობლემას წარმოადგენს მისი ცხოველური წარმოშობა და ვეგეტარიანელების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

ქათმის ხორცის კალორიულობა განსხვავებულია მისი ნაწილების  მიხედვით.

100 გრამზე კალორიულობა:

  • ქათმის ფილე (მკერდის ნაწილი უძვლო) 165 კალორია
  • ქათმის მკერდის ძვლიანი ნაწილი 197 კალორია
  • ქათმის ბარკალი კანის გარეშე  175 კალორია
  • ქათმის ბარკალი კანით. 216
  • ქათმის მენჯის ნაწილი კანის გარეშე  209 კალორია
  • ქათმის მენჯი კანით  229 კალორია.
  • ფრთები კანით 290 კალორია.
  • ფრთები კანის გარეშე 203 კალორია.
  • საშუალოდ მთლიანად ქათმის ხორცი კანის გარეშე 167 კალორია.
  • ქათმის ხორცი კანით 239 კალორია.
  • ქათმის კანში ცხიმები რამდენჯერმე მეტია,  ვიდრე  კან გაცლილ ხორცში.  ასევე დიდი ოდენობით არის  ნაჯერი ცხიმები, რომელიც  ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

    ცილების შემცველობა ქათმის ხორცში დაახლოებით  25-30 %

    ქოლესტერინის შემცველობა არის  85 - დან  100 მილიგრამამდე.  (დღიური დოზის  40 %)

    ქათმის ხორცი შეიცავს მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, კალიუმს თუთიას, სპილენძს, ფტორს და სხვა მიკროელემენტებს.

    ასევე შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინს.

    დასკვნის სახით, რომ ვთქვათ ქათმის ხორცის მიღება საკმაოდ კარგია  და ნაკლებ მავნებელია, სასურველია მისი  მიღება კან გაცლილი ფორმით, ვინაიდან თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ქოლესტერინის და ნაჯერი ცხოველური ცხიმების მიღება.    

    კვების რაციონში ქათმის ხორცის ჩართვის დადებითი მხარეები:

    • დიდი ოდენობით შეიცავს ცილებს - აუცილებელია კუნთების ზრდა, განვითარებისთვის და შენარჩუნებისთვის.
    • ქათმის ხორცი შეიცავს ამინო მჟავებს ტრიფტოფანს, რომელიც აუცილებელია ნორმალური გუნება-განწყობილების შენარჩუნებისთვის.
    • მისი მიღება ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას მინერალების და ცილების დიდი ოდენობით შემცველობის გამო.
    • ფოსფორის შემცველობის გამო აუმჯობესებს კბილების, ძვლების ღვიძლის და ნერვული სისტემის ჯანმრთელობას.
    • შეიცავს სელენს, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის და გულის ნორმალური მუშაობისთვის.
    • შეიცავს B კომპლექსს, რომლის საშუალებითაც  უმჯობესდება უჯრედული მეტაბოლიზმი,  სისხლძარღვების ჯანმრთელობა,  აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ხელს უწყობს წონაში კლებასაც.
    • რეტინოლის შემცველობის გამო აუმჯობესებს თვალის ჯანმრთელობას.

     

     

    რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

    რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 4805 times