საკვები, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს.

 

 

ზოგადად ჯანსაღი კვება  ამცირებს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს, თუმცა ბოლო დროს გამოიკვეთა ის კონკრეტული საკვების ტიპები, რომლებიც აუმჯობესებენ მეხსიერებას და ამცირებენ იმ დაავადებების რისკს რომელიც ასოცირებულია მეხსიერების პრობლემებთან მაგ. ალცჰეიმერის დაავადება.

 

  • თხილეული და ზეთისხილი, ზეთისხილის ზეთი. დიდი ოდენობით შეიცავენ ვიტამინ ე-ს რომელიც წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და შეუძლია დადებითად იმოქმედოს მეხსიერებაზე.  ამცირებს ალცჰეიმერის განვითარების რისკს.
  • თევზი და თევზის ქონი - დიდი ოდენობით შეიცავენ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმისთვის საჭირო და შეუცვლელია (ორგანიზმს მისი სინთეზი არ შეუძლია, უნდა მიიღოს მხოლოდ კვების გზით) , ომეგა სამი მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის და თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თევზი ასევე შეიცავს დოკოსაჰექსანოის მჟავას (DHA), რომელიც ასევე მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის და ნეირონების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
  • მუქი მწვანე მცენარეები - ისპანახი, ბროკოლი და სხვა მწვანე მცენარეები წარმოადგენენ E ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის წყაროს, რაც აუცილებელია ადამიანის  და მეხსიერებისთვის.
  • ავოკადო - ერთ ერთი ყველაზე ვიტამინებით გაჯერებული მცენარეა, შეიცავს ე ვიტამინს ც ვიტამინს. ამცირებს ალცჰეიმერის განვითარების რისკს.
  • მზესუმზირა - ასევე წარმოადგენს E ვიტამინის წყაროს.  30  გრამი მზესუმზირა დღიური საჭიროების  ე ვიტამინის  30 % -ს შეიცავს.
  • მიწისთხილის კარაქი - შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აუცილებელია ორგანიმზისთვის, შეიცავს ე ვიტამინს. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამცირებს ალცჰეიმერის განვითარების ალბათობას.
  • წითელი ღვინო - ის ადამიანები ვინც საშუალო ოდენობით მოიხმარენ წითელ ღვინოს, ალცჰეიმერის განვითარების რისკი აქვთ დაბალი.

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 6436 times