C ვიტამინი

C ვიტამინი- იგივე ასკორბინის მჟავა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაერთს ორგანიზმისთვის.  ასკორბინის მჟავა არის  კოფაქტორი მრავალი ქიმიური რეაქციისთვის. მათ შორის კოლაგენის სინთეზისთვის. კოლაგენი კი, მოგეხსენებათ წარმოადგენს ცილას, რომელიც უზრუნველყოფს  სისხლძარღვების სიმტკიცეს.  C ვიტამინის ნაკლებობა იწვევს სუროვანდს, იგივე სკარბი, რომელიც ხასიათდება  ღრძილებიდან სისხლდენით და კანზე ლაქებით.

C ვიტამინს ხშირად იყენებენ, როგორც იმუნური სისტემის მასტიმულირებლად, გულ -სისხლძარღვთა  დაავადებების პრევენციისთვის და სიმსივნის საწინააღმდეგოდ.  კვლევებით ორაზროვანი შედეგებია მიღებული და ზუსტი დასკვნის გაკეთებისთვის დამატებითი კვლევებია საჭირო.

 

მაგ.   2013 წლის კვლევებით დადგინდა, რომ C ვიტამინის გამოყენება რისკ ჯგუფებში (მწველები, ასბესტოსთან მომუშავეები)  ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს.  2014 ში ჩატარდა მეტა ანალიზი, რომლის მიხედვითაც ეს კავშირი ან არ არის, ან ძალიან სუსტია.

C ვიტამინს იყენებენ გაციების სამკურნალოდ. თუმცა  მისი ეფექტურობა ყველა შემთხვევაში არ არის დამტკიცებული.  C ვიტამინის რეგულარული მიღება არ ამცირებს გაციებების რაოდენობას და არც მისი მიმდინარეობის სირთულეს.

ასკორბინის მჟავა  მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის, ის დიდი ოდენობითაა კონცენტრირებული იმუნურ უჯრედებში და სწრაფად მოიხმარება ინფექციების დროს. ზუსტი მექანიზმი როგორ მოქმედებს იმუნურ სისტემაზე C  ვიტამინი დადგენილი არ არის, სვარაუდოდ ახდენს ფაგოციტების მოდულაციას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ადამიანმა უნდა მიიღოს  ყოველ დღე 45 მილიგრამი  ან კვირაში  280 მილიგრამი c ვიტამინი.

საქართველოში გავრცელებული საკვებიდან C ვიტამინს შეიცავენ:  ბროკოლი, ფორთოხალი, ლიმონი,  ანანასი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა,  ხახვი,  კარტოფილი. მცირე ოდენობით შეიცავს:  პამიდორი,  გრეიფრუტი, გარგარი, საზამთრო, ბანანი, ავოკადო, ალუბალი და  სტაფილო.

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3665 times