შოკოლადის ტიპები

შოკოლადი  მრავალი ადამიანისთვის უსაყვარლესი ტკბილეულია, რომელიც თანაბრად პოპულარულია თითქმის მთელს დედამიწაზე.    შოკოლადს ამზადებენ კაკაოსგან, იგივე შოკოლადის ხე, რომელიც  5 დან 8 მეტრამდე იზრდება და მარადმწვანეა,  ხარობს ტროპიკებში და მრავლადაა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.  შოკოლადი ადამიანის მიერ მოიხმარება ოდითგანვე, ის გაცილებით უფრო ძველია ვიდრე მსოფლიოს მრავალი ცივილიზაცია და ქვეყანა.  ფაქტები, რომ შოკოლადს გამოიყენებდნენ ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე  1900 წლიდან არსებობს. დღეისთვის შოკოლადს ამზადებენ კაკაოს  ფხვნილისგან, კაკაოს კარაქისგან ან სხვა ცხიმებისგან და შაქრისგან.   რძიან შოკოლადს დამატებული აქვს რძის ფხვნილი ან კონდენსირებული რძე, თეთრი შოკოლადი კი შეიცავს კაკაოს კარაქს , შაქარს და რძეს, მასში არ არის კაკაოს ფხვნილი.

კაკაოს ფხვნილი ანუ მისი სოლიდური მასა გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, ასევე შეიცავს ალკალოიდებს მაგ. თეობრომინი, ფენეთილამინს და კოფეინს.

 

შოკოლადს აქვს ადამიანზე ფიზიოლოგიური გავლენა ის მოქმედებს სეროტონინის დონეზე,  არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც შოკოლადის ზომიერ მოხმარებას აქვს ჰიპოტენზიური მოქმედება ორგანიზმზე.  მეორეს მხრივ თეობრომინი, რომელიც წარმოდგენილია შოკოლადში აქვს ტოქსიური ეფექტი კატებზე და ძაღლებზე, სხვა ზოგიერთ ცხოველზეც.

შოკოლადი მსოფლიოს მაშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  ტკბილეულია.  შოკოლადი გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე სასმელად: ცივი და ცხელი შოკოლადი.

შოკოლადის ფესვები ამერიკიდანაა, თუმცა დღეისთვის მისი ყველაზე დიდი ოდენობა იწარმოება აფრიკაში.

ევროპული რეგულაციებით შავ შოკოლადში კაკაოს(შოკოლადის ) მასა უნდა იყოს მინიმუმ  60 % რძიან შოკოლადში 25 %, ხოლო თეთრ შოკოლადში არ უნდა იყოს.

ევროპა შოკოლადს  მეთექვსმეტე საუკუნემდე არ  იცნობდა.

შოკოლადი ტიპები და ტერმინოლოგია

  • შოკოლადის სითხე - თითქმის თანაბარი ოდენობით შეიცავს შოკოლადის კარაქს და შოკოლადის მასას (კაკაოს კარაქი, კაკაოს მასა/ფხვნილი)
  • კაკაოს კარაქი - წარმოადგენს კაკაოს ცხიმოვან კომპონენტს« რომელსაც შეიცავს შოკოლადის მარცვალი.
  • კაკაოს მასა წარმოადგენს დანარჩენ იმას რაც არ არის ცხიმოვანი ნაწილი კაკაოს მარცვალში.

კლასიფიკაცია

  • სუფთა შოკოლადი (დაუტკბობელი შოკოლადი, კულინარიული შოკოლადი) წარმოადგენს სუფთა სახის შოკოლადს, რომელსაც აქვს დამატკბობლები(მცირე ოდენობით) , მის შემადგენლობაში შედის თხევადი შოკოლადი (ანუ შოკოლადის კარაქის და შოკოლადის მასის ერთობლიობა) თუმცა ამ შემთხვევაშიც კი შოკოლადს დამატებული აქვს ცხიმები რაღაც ფორმით მაინც, რათა შოკოლადმა მიიღოს უფრო სოლიდური (მყარი) ფორმა. შოკოლადს ამ ფორმით უმეტესად კულინარიაში იყენებენ.
  • მუქი შოკოლადი - შავი შოკოლადი - წარმოადგენს კაკაოს დამატებული შაქარი და ცხიმები.  შავი შოკოლადი არ, ან ძალზედ მცირე ოდენობით შეიძლება შეიცავდეს რძეს.  შავ შოკოლადში კაკაოს კონცენტრაცია შეიძლება იყოს  70 % დან  99 % მდე.  შავ შოკოლადს ზოგჯერ ნახევრად ტკბილ შოკოლადად მოიხსენიებენ.
  • ნახევრად ტკბილი შოკოლადი - ხშირად შავი შოკოლადის სინონიმად მოიხსენიებენ, ან წარმოადგენს შოკოლადს, რომელსაც თითქმის ნახევარი აქვს შაქარი, ნახევარი კაკაო. ნახევრად ტკბილი შოკოლადი არ შეიცავს რძეს.
  • ოდნავ ტკბილი შოკოლადი - შეიცავს თხევად შოკოლადს, დაახლოებით მესამედი ოდენობით შაქრებს, ზოგჯერ   ლეციტინსაც.
  • "CouvertureCouverture" - წარმოადგენს შოკოლადს რომელიც მდიდარია შოკოლადის კარაქით, უფრო ცხიმოვანია, ვიდრე სხვა ტიპის შოკოლადები.  შოკოლადის ეს ფორმა მაღალი კონცენტრაციით შეიცავს კაკაოს.
  • რძიანი შოკოლადი - შოკოლადის მასას + რძე, რძის ფხვნილის ფორმით, თხევადი რძით ან კონდენსიერბული რძით.
  • თეთრი შოკოლადი - შაქარი, რძე და კაკაოს კარაქი (მასში არ შედის შოკოლადის/კაკაოს მასა)
  • კაკაოს ფხვნილი - გამოიყენება კულინარიაში, ასევე მას იყენებენ როგორც სასმელი (უმატებენ რძეს და შაქარს) კაკაოს ფხვნილში როგორც წესი არ შედის შოკოლადის კარაქი (კაკაოს კარაქი)   შოკოლადის ფხვნილი თავის მხრივ ორი ფორმით არსებობს. ერთი არის ნატურალური, მეორე ფორმას დამატებული აქვს ტუტე, ვინაიდან გაანეიტრალოს შოკოლადის ბუნებრივი მჟავიანობა.  მეორე ფორმას უფრო მსუბუქი გემო აქვს.
  • შოკოლადი მცენარეულ ცხიმებთან ერთად.   შოკოლადის მასას დამატებული აქვს ტრანს ცხიმები, მასში პრაქტიკულად არ შედის შოკოლადის კარაქი.
  • „უმი შოკოლადი“ - შოკოლადი დამუშავების გარეშე.  ეს ფორმა უმეტესად იმ ქვეყნებში იყიდება სადაც თვითონ შოკოლადის (კაკაოს) ხეები იზრდება.  შოკოლადის ამ ფორმას ხშირად აპრომციებენ, როგორც „ჯანსაღს“.

შოკოლადს არომატისთვის ხშირად უმატებენ:  მინტს, ვანილს, ფორთოხალს, მარწყვს, ნაღებს, თხილს, მიწის თხილს, ხილს/ხილის ჩირს, კარამელს, ბრინჯის ნაირსახეობებს.

შოკოლადის გავლენა ჯანმრთელობაზე

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3787 times