ცხიმი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

ტრანს ცხიმები (ცხიმოვანი მჟავები) წარმოადგენენ უჯერი ცხიმების ტიპს, რომელიც ბუნებაში საკმაოდ იშვიათია,  მაგრამ კვებით ინდუსტრიაში იყენებენ აქტიურად მაგ. მარგარინის შემადგენლობაში გამომცხვარი ტკბილეულობის დიდ ნაწილში.  ტრანს ცხიმების მიღება ძლიერ არასასურველია ორგანიზმისთვის ის, ზრდის კორონარული არტერიების დაავადების რისკს მკვეთრად,  ათეროსკლეროზის რისკს და მასთან ასოცირებული მდგომარეობების (ინფარქტი, ინსულტი), საბოლოოდ ეს აისახება  სიკვდილიანობაზეც.

ცხიმები შეიცავენ ჰიდროკარბონის გრძელ ჯაჭვს, ის შეიძლება იყოს  უჯერი, ან ნაჯერი.  უჯერს აქვს ორმაგი ბრმა, ხოლო ნაჯერს არ აქვს.  ბუნებაში უჯერი ცხიმები უმეტესად „ცის“ ფორმით მოიპოვება, რაც „ტრანს“ ფორმის საწინააღმდეგო კონფიგურაციაა.  

საკვების პროდუქციაში უჯერი ცხიმები  ბუნებრივად არის უფრო თხევადი, მაგრამ წარმოებაში უმატებენ წყალბადს რათა ის აქციონ ნაჯერ ცხიმებად, მას ფიზიკურად უკეთესი შესახედაობა და მახასიათებლები აქვს.  მაგ. ის ლღვება სასურველ ტემპერატურაზე (30-40 გრადუსი) ნაწილობრივი ჰიდროგენაცია  უჯერ ცხიმებს გარდაქმნის ტრანს უჯერ ცხიმებად.

 

2013 წელს ამერიკის წამლის და საკვების ადმინიტრაციამ (FDA)  ნაწილობრივ ჰიდროგენირებული (ანუ ის საკვები რომელიც შეიცავს ტრანს ცხიმებს)  აღიარა, რომ არ არიან უსაფრთხოები. შედეგად მოხდა იმ პროდუქტების აკრძალვა ამერიკის ბაზარზე, რომლებიც ტრანს ცხიმებს შეიცავდნენ.  ტრანს ცხიმები გარკვეული რაოდენობით არის ძროხის რძეშიც.  

როდესაც ადამიანი მოიხმარს ტრანს ცხიმებს ის დედის რძეშიც კი გვხვდება.   1 -დან  7- % მდე.

 ამერიკის  მეცნიერების ნაციონალური აკადემია,  თავის რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ ტრანს ცხიმები არ წარმოადგენენ ადამიანისთვის საჭირო საკვებ კომპონენტს. მეტიც მას არანაირი ცნობილი დადებითი გავლენა არ  აქვს ორგანიზმზე. ის იწვევს კორონარული არტერიების დაავადებას.

და ბოლოს მარტივად და პრაქტიკულად რომ ჩამოვაყალიბოთ როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა ცხოვრებაში.

  • მოვერიდოთ კარაქის და მარგარინის გამოყენებას
  • განსაკუთრებით არასასურველია ის მარგარინები რომლებიც მყარი კონსისტენციის არიან.
  • არასასურველია გამომცხვარი ტკბილეულობის მიღება, ასევე ნამცხვრები, ტორტები და ა.შ. ვინაიდან ისინი დიდი ოდენობით შეიცავენ ტრანს ცხიმებს.
  • ასევე არასასურველია ფასთ ფუდ- პროდუქტების აქტიური გამოყენება, ვინაიდან. მაგ. მაკდონალდსის ჩიფსებში (და არა მარტო მაკდონალდსის) ძალზედ დიდი ოდენობით არის ტრანს ცხიმები.
  • ტრანს ცხიმების მიღება იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინფარქტს, ინსულტს. ტრანს ცხიმების გამოყენება ზრდის სიკვდილის რისკს.
  • ტრანს ცხიმების გამოყენება ხელს უწყობს ჭარბი წონის განვითარებას. დაბალი სიმკვრივის ლიპო პროტეინების ზრდის ხარჯზე.

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2674 times