რა ოდენობის ცხიმები და ნახშირწყელბი ჭირდება ადამიანს?

ცხიმები და ნახშირწყლები ადამიანისთვის საკვების ძირითადი წყაროა. მაგ. ამერიკაში კვებით მიღებული კალორიების  34 % მოდის ცხიმებზე,   სინამდვილეში სასურველია ცხიმების ოდენობა არ აღემატებოდეს  30 %.  ნაჯერი და ტრანს ცხიმები კი არ უნდა აღემატებოდეს  10 % -ს.  კალორიების  45-55 % სასურველია მოდიოდეს ნახშირწყლებზე. ვინაიდან მარტო ტვინს დღის განმავლობაში  100 გრამი გლუკოზა სჭირდება, როგორც საწვავი  სხვა ქსოვილები კი მოიხმარენ  50 გრამს დღის განმავლობაში.  თავის  ტვინი და ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები) საკვებად იღებენ მხოლოდ გლუკოზას.  ან მათ უნდა მიეწოდოთ გარედან  გლუკოზა, ან კუნთების პროტეოლიზისი (დაშლა და იქიდან გლუკოზის წამრმოქმნა) ვითარდება.  სწორედ ამ ფაქტის გამო  დიეტების დროს ხშირად ხდება ჯერ კუნთების „დაწვა“ განლევა და მხოლოდ მცირე ოდენობით იწვის ცხიმი. 

ამიტომ  კალორიების შეზღუდვის, ან უბრალოდ ნებისმიერი დიეტის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს კალორიების ის საჭიროება გლუკოზის სახით რაც ქსოვილებს და თავის ტვინს სჭირდება, ანუ დაახლოებით  150 გრამი დღის განმავლობაში.  ორგანიზმს შეუძლია შეეჩვიოს ჰიპოკალორიულ მდგომარეობას, თუმცა ეს ნელ-ნელა და  კალორიების თანდათანობით შემცირებით უნდა მოხდეს.

ნახშირწყლებს დიდი ოდენობით შეიცავენ :

  • შაქარი, ტკბილეულობა, ცომეული, გამომცხვარი ნაწარმი, მშრალი საკვები (მაგ. ჩირი), ნამხვრები, ტორტები,  ჯემი, მურაბები, ფქვილი და ყველაფერი რაშიც ფქვილი დიდი ოდენობით არის.  კარტოფილი თითქმის ნებისმიერი ფორმით.

ცხიმების წყაროა:

  • ე.წ. კარგ ცხიმებს შეიცავენ : კვერცხი, ავოკადო, ზეთის ხილი,  თხილეულობა,  მიწის თხილის კარაქი,   თევზის ცხიმიანი ნაწილები.  ე.წ. ცუდ (ნაჯერ ) ცხიმებს შეიცავენ: ყველი, პიცა,  დესერტების უმეტესობა,  ქათმის ცხიმი და კანი,  ძეხვი, ბეკონი,  ცხიმიანი ხორცი, ბურგერები,  მაკარონი და მაკარონის კერძები, რძე,  კარაქი, მარგარინი.

აქვე კარაქთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ კარაქი დიდი ოდენობით შეიცავს, როგორც ნაჯერ (ცუდ) ცხიმებს, ასევე უჯერ ცხიმებს. ანუ კარგიც არის  ჯანმრთელობისთვის და ცუდიც. ჯამში მისი ზომიერად მიღება შესაძლებელია.  რაც შეეხება მარგარინს, ის გაცილებით უსარგებლო და მავნეა ორგანიზმისთვის ვიდრე კარაქი.  მათ შორის არის მკვეთრი სხვაობა.

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

 

 

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2751 times