ჭარბი წონა და სექსუალობა ანუ მოტივაცია წონაში კლებისთვის

როცა ქალს არ მოსწონს საკუთარი სხეული, არ თვლის მას მიმზიდველად და სექსუალურად, როცა ცდილობს დამალოს ჭარბი კილოგრამები, ეს ფიქრები და განცდები ძალიან უარყოფითად აისახება სექსუალურ ცხოვრებაზეც.
ხშირად ამ დროს ადამიანი იკეტება საკუთარ თავში, გაურბის საპირისპირო სქესთან ურთიერთობას და კიდევ უფრო იძირება თავის პრობლემებში, ხშირად დეპრესიის დასაძლევად ისევ  ჩვეულ საშუალებას – გემრიელ საჭმელს მიმართავს რომელიც დროთა განმავლობაში ერთგული მეგობრის როლსაც იძენს.

 

ზოგჯერ მიმართავენ მკაცრ დიეტებს, რაც ძალიან ცუდად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე, რადგან ჩვენს ფსიქიკას არ უყვარს შეზღუდვები, რაც მეტია შეზღუდვები, მით დიდია წინააღმდეგობა და დარღვევის სურვილი, დიეტას როგორც წესი დროებითი ხასიათი აქვს რადგან ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებს მკაცრი შეზღუდვებით ცხოვრებას. ამიტომ მკაცრი დიეტის დასრულებისთანავე ხშირად უკან ბრუნდება დაკლებული კილოგრამები + მოყვება ბონუსები დამატებითი კილოგრამების სახით, ეს ყველაფერი ჩაკეტილ წრეში სიარულს გავს.

ამ წრიდან გამოსასვლელად საჭიროა პირველ რიგში მიიღოთ საკუთარი სხეული, ისეთი როგორიც არის, აპატიოთ საკუთარ თავს შეცდომები, შეწყვიტოთ თვითკრიტიკა ფიქრებშიც კი, ყოველ დილას ახალ გაღვიძებულმა სარკეში გაუღიმეთ საკუთარ თავს და უთხარით რომ გიყვართ ის, ადამიანებს ხომ სითბო და სიყვარული ასე ძალიან გვჭირდება…

შემდეგ დაისახეთ სასურველი მიზანი, წარმოიდგინეთ თავი ისეთად, როგორიც გსურთ იყოთ, წარმოიდგინეთ როგორ ყიდულობთ სასურველ სამოსს და როგორ გიხდებათ, როგორ იხიბლებით და გახარებთ საკუთარი თავი ყოველდღიურად. ნუ დაუწესებთ თავს მკაცრ შეზღუდვებს, ყველაზე ჯანსაღი ის კლებაა, რომლის დროსაც კომფორტულად გრძნობთ თავს, არც არაფერი გენატრებათ და არც არაფერი გაკლიათ…

ჭარბი წონისგან განთავისუფლება მხოლოდ ფიგურას კი არა ცხოვრებას ცვლის… უფრო ლაღი, ბედნიერი, პოზიტიური ხდება ადამიანი, იღებს სიამოვნებას ყველა დეტალიდან და ამაყობს საკუთარი თავით… როცა საკუთარი სხეულით იხიბლება ადამიანი ის ხომ ძალიან სექსუალურიცაა და ამას მხოლოდ თვითონ კი არა პარტნიორიც ხედავს, გრძნობს და აფასებს…

შეცვალეთ თქვენი ცხოვრება თქვენთვის, დატკბით ცხოვრებით, ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ…

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2115 times