რჩევები წონაში კლების მოტივაციისთვის

ადამიანები ხშირად მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებენ წონაში კლებას, ან ახერხებენ , მხოლოდ დროებით, რაც მათ მოტიაციაზე ძალიან ცუდად აისახება და შეიძლება ითქვას ხშირად ნებდებიან და იღებენ მოცემულობას რომელსაც ვერ ცვლიან. სინამდვილეში არსებობს ფაქტორები, რომელთა გათვლისწინებითაც კლება გაცილებით ეფექტური და ხანგრძლივი იქნება.

  • დაისახეთ რეალური მიზანი - იმისთვის, რათა ადამიანმა შეძლოს მოტივაციის შენარჩუნება კლებისთვის, აუცილებელია რეალური მიზნის დასახვა. თუ მიზანი არის მაგ. ორ თვეში 15 კილო, ასეთი არარეალური მიზანი თავიდანვე განწირულია წარუმატებლობითვის (ერთეული შემთხვევები რათქმაუნდა არსებობს თუმცა საუბარია 95 %-ზე). მეორეს მხრივ თუ ადამიანის მიზანი იქნება თვეში  2-3 კგ. ამ შემთხვევაში კლება უფრო გაადვილებულიც იქნება, იმედგაცრუებაც ნაკლები იქნება და მოტივაციაც შენარჩუნდება ხანგრძლივი კლებისსთვის.
  • იარე ნელა - წონაში კლება მოიცავს ცხოვრების სტილის რეალურ ცვლილებას, ეს არ არის ის საკითხი რაც შეიძლება ერთ ღამეში მოხდეს ამიტომ  წონაში კლება ნელი და ხანგრძლივი პროცესია, ნელა დაკლებული დიდხანს ნარჩუნდება. და ნელა კლებისას ეჩვევიტ მეტად ცხოვრების ჯანსაღ წესს.
  • მზად იყავით სირთულეებისთვის - დიეტობის ან წონაში სხვა გზით კლების დროს ყველთვის არის ცდუნება რომ ისევ ცხოვრების ძველ წესს დაუბრუნდეთ, ჭამოთ გემრიელი  ტკბილეული მეგობართან ერთად, ან საღამოები, რომლის დროსაც ძნელია უარის თქმა სადღესასწაულო სუფრებზე. მოკლედ ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ და შეგუებული უნდა იყოთ იმ აზრს რომ ზოგჯერ შეიძლება შემოგეჭამოთ ზედმეტი, ზოგჯერ შეიძლება არ გამოგივიდეთ, ზოგჯერ შეიძლება კლება იყოს ძალიან ნელი, ან შეჩერდეს. მაგრამ ამან თქვენ დანებების უფელბა არ უნდა მოგცეთ.
  • მეგობრართან ერთად - ცხოვრების სტილის ცვლილება და მსგავსი დიდი ცვლილებები მარტო ძნელია, ამიტომ სასურელია მოძებნოთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ იგივე მიზნები. ერთად გაცილებით მარტივია, აზრების შეხედულებების, გამოცდილების გაცვლა ბევრს ნიშნავს. ამის მარტივი მაგალითია სპორტდარბაზი. რეალურად ვარჯიშების დიდი ნაწილის გაკეთება სახლშიც შეიძლება მაგრამ სახლში ადამიანების უმეტესობა ნახევარი საათითაც კი ვერ ვარჯიშობს გადაბმულად, მაშინ როცა სპორტდარბაზში შეიძლება  2 საათიც ივარჯიშოს ყოველ დღე. ვინაიდან იქ მოტივაცია მეტია. სხვებთან ერთად უფრო ადვილია. თუმცა ესიც არ არის გამზადებული ფორმულა, ზოგს მარტო ურჩევნია და მარტო გაცილებიტ დიდ წარმატებას აღწევს.
  • იყავით მომთმენები - მოთმინება განსაკუთრებით აუცილებელია როდესაც იკლებთ , როდესაც ყველაფერი კარგად მიდის და შემდეგ დგება პლატო ფაზა, თქვენ შეიძლება ისევ ისე აკეთებთ ყველაფერს, მაგრამ კლება აღარ გრძელდება. ამ  დროს მოთმინება და სტაბილურობაა საჭირო ასევე სასურველია მცირე ცვლილების დამატება. მაგ. ზედმეტი ასი კალორიის დაწვა.  20 წუთი ჩქარი ნაბიჯი სიარულის დამატება.
  • დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი - დაისახეთ მიზნები და პატარა წარმატებების შემდეგ დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი , თუდაც მცირე საჩუქრით. ვინაიდან წონაში კლების პროცესი არ არის მარტივი და ნამდვილად ბევრი სასიხარულო მომენტის მოძებნა ძნელია, ამიტომ თქენვე უნდა გაუკეთოთ თქვენს თავს საჩუქარი, ოღნდ ეს არ უნდა იყოს საჭმელი. მაგ ტორტის ნაჭერი ან შოკოლადი. საჩუქარი შეიძლება იყოს  გასეირნება ლამაზ ადგილას, ახალი ტანსაცმელი,  რაიმე სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ან დასწრება, კინოში წასვლა , თეატრში წასვლა, იმის მიხედვით თუ რა გიყვართ თქენ.

 

 

რედიენტი  - წარმოადგენს წონაში კლების ეფექტურ საშუალებას,  რომელიც თრგუნავს ცხიმების სინთეზს, ამცირებს მადას,   აინიბირებს ნახშირწყლების  და ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდებდ გარდაქმნას.  რედიენტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლინკზე.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3858 times