ცოტა რამ სპორტული ბულიმიის შესახებ

ბევრს გონია, რომ კვებითი ქცევის დარღვევა დაკავშირებულია მხოლოდ კვებასთან, თუმცა არის კვებითი ქცევის  დარღვევის ქვეკატეგორია რომელიც ჯერ არ არის ცალკე გამოყოფილი, რომელშიც შედის ისეთი დარღვევა როგორიც არის ზღვარსგადასული გატაცება სპორტით.



სპორტული ბულიმია (მას ასევე უწოდებენ კომპულსიურ სპორტულ აქტივობას,  ათლეტების ანორექსიას) მიეკუთვნება კვებითი ქცევის დარღვევას, მისთვის მახასიათებელია საოცრად მაღალი სპორტული დატვირთვა, ზღვარსგადასული ვარჯიშის სურვილი, რომლის მიზანია კალორიების დაწვა ან ორგანიზმის გაწმენდა.

ზღვარსგადასული ვარჯიში არა მხოლოდ ვარჯიშია გამოფიტვამდე, ზოგჯერ ადამიანი ვარჯიშობს ყოველ დღე და დიდხანს(1 საათი და მეტი), ან აწყობს ვარჯიშს რათა თავი აარიდოს ჩვეულებრივ სოციალურ სიტუაციებს, სადაც მოუწევს ჭამა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ასეთ დატვირთვას შეიძლება მივაკუთვნოთ ნებისმიერი სპორტული აქტივობა, რომელსაც აქვს კომპულსიური ხასიათი.

ჭარბი ვარჯიში დამახასიათებელია ბევრი ათლეტი-სტუდენტისთვის, მათი გატაცება სპორტით დარღვევა არ არის, თუმცა ისინი, ვისაც აქვს სპორტული ბულიმია სხვა მიზნებით ხელმძღვანელობენ: ისინი ვარჯიშობენ, რომ დაწვან კალორიები, შეიმსუბუქონ სინდისის ქენჯნა საჭმლის მიღების შემდგომ ან სიმსუნაგის შემოტევის შემდგომ, ზოგჯერ მხოლოდ იმისთვის ვარჯიშობენ, რომ ამის შემდეგ შეძლონ და თავს მისცენ ჭამის უფლება.

სპორტული ბულიმიის ამოცნობა მარტივი არ არის, ჩვენი საზოგადოება შეშლილია ფიტნესსა და ჯანმრთელობაზე ამიტომ ადამიანებს, რომელთა ვარჯიშს აქვს კომპულსიური ხასიათი ხშირად აქებენ ძლიერი მოტივაციის და თვითდისციპლინისთვის. მართლაცდა თუ დაფიქრდებით, უნარი ივარჯიშო დღეში 2-3 საათი და არ მოკვდე მოწყენილობისგან საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.

კომპულსიური სპორტული აქტივობა ისეთივე სერიოზული და დამანგრეველი დაავადებაა, როგორც ანორექსია და ბულიმია. მას ახასიათებს აკვიატებული აზრები ვარჯიშზე, დანაშაულის გრძნობა, როცა არ არის ვარჯიშის სიტუაცია, ვარჯიში სწავლის და მუშაობის ნაცვლად, ვარჯიში მიუხედავად სერიოზული ტრავმისა, თვითშეფასება დაკავშირებული სპორტული დატვირთვის რაოდენობასთან.

ეს დარღვევა საშიშია, რადგან შეიძლება ქონდეს სერიოზული უარყოფითი შედეგები ჯანმრთელობისთვის, რომელიც მოიცავს გართულებებს, მახასიათებელს ანორექსიისთვის. უზომო ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი მასის დაკარგვა, ძვლების და სახსრების დაზიანება. მან ასევე შეიძლება მოახდინოს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის დაქვეითება, თმის ცვენა, მენსტრუალური ციკლის შეჩერება, უნაყოფობა ქალებში, და გულის უკმარისობაც კი.

სპორტული ბულიმიის ამოცნობა მარტივი არ არის, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, თუ ფიქრობთ რომ გაქვთ ეს დარღვევა ან აქვს თქვენს რომელიმე ახლობელს ნუ დატოვებთ ამ ფაქტს უყურადღებოდ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2036 times