წონაში კლების 8 საშუალება, რომელიც არანაირად არ უკავშირდება საჭმელს

გამონახეთ დრო თამაშებისთვის
თავს მიეცით უფლება შეხედოთ სამყაროს ბავშვის თვალებით, გამონახეთ ყოველ დღე დრო თამაშებისთვის, ეს დადებითად აისახება წონაში კლებაზე. როცა სტრესს და პასუხისმგებლობას უკან ვიტოვებთ და გულიანად ვიცინით, ვხუმრობთ და ვერთობით, სულ არ გვჭირდება საჭმელს მივმართოთ სიამოვნების მისაღებად, თამაშები გვაძლევს იმდენ ენდორფინებს რამდენსაც სხვა ვერაფერი.



რაც შეიძლება ნაკლები დრო უყურეთ ეკრანს(ტელეფონის, კომპიუტერის)

რაც დიდ დროს ატარებთ ეკრანთან მით ნაკლები დრო გრჩებათ სამოძრაოთ. ეს იწვევს სურვილს იწვეთ ტელეფონით ხელში და მიირთვათ ჩიფსები.
ამასთანავე თუ გამუდმებით თვალს ადევნებთ სხვა ადამიანების ცხოვრებას სოციალურ ქსელებში და ხედავთ რა იყიდეს, რა გააკეთეს და ა.შ ამან შეიძლება გამოიწვიოს შური და გულის ტკენა რომელიც ისევ სამზარეულოში მიგიყვანთ. აქციეთ ჩვევად ყოველ დღე დროის რაღაც მომენტში იყოთ ოფლაინზე.

იხმარეთ უხეში, მშრალი ჯაგრისი ტანისთვის

კანის დამუშავება მშრალი ჯაგრისით დაგეხმარებათ ფორების გაწმენდაში, ააჩქარებს ტოქსინებისგან გათავისუფლების პროცესს, როცა თავს კარგად იგრძნობთ იშვიათად დაგჭირდებათ საჭმელი განწყობის ასამაღლებლად.

შექმენით რაღაც ახალი
იპოვეთ ჰობი, რომელიც თქვენს ინტერესს იწვევს, რაღაც რაც დაგეხმარებათ გახდეთ მეტად კრეატიული და შემოქმედებითი. ეს შეიძლება იყოს ცეკვები, დიზაინი და დეკორი, მოდა, ცხოველები, დღიურის წერა, კროსვორდების შევსება, ქსოვა, რაიმე ღონისძიების ორგანიზება, კერვა და ა.შ

აღარ ისაუბროთ საკუთარ თავზე ნეგატიურად
შეამოწმეთ თქვენი ყოველდღიური აზრები და სიტყვები რომლებსაც საკუთარი თავის მიმართ იყენებთ. თუ გამუდმებით დათრგუნული ხართ რადგან არ მოგწონთ თქვენი სხეული, გრცხვენიათ, დროა გადახვიდეთ საკუთარი თავის პატივისცემაზე და ნეგატიური ფიქრები პოზიტიურით შეცვალოთ. შეაქეთ თქვენი თავი, მიიღეთ თქვენი სხეული როგორიც არის, იფიქრეთ იმაზე რომ თქვენი სხეული იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს, ამის შემდეგ დაიწყებთ მასზე ზრუნვას და ისიც იგივეთი გიპასუხებთ.


მოძებნეთ სტრესთან გამკლავების საშუალება
ტრაგიკული მოვლენები ხდება ჩვენს ცხოვრებაში და მათ მიმართ უძლური ვართ, მაგრამ სტრესი არა მხოლოდ სევდიანი მოვლენაა, ხშირად ეს ყოველდღიური უმნიშვნელო მოვლენაა რომლებიც ჩნდება და გროვდება. მიეცით თავს საშუალება  გაუმკლავდეთ სტრესს პროდუქტიული მეთოდით. განსაზღვრეთ ყოველი სიტუაცია, დაფიქრდით რა გჭირდებათ რომ გამოხვიდეთ და მეტად აღარ მოხვდეთ მსგავს მდგომარეობაში, მიეცით თავს დრო, დარწმუნდით გადაწყვეტილების სისწორეში, თუ თქვენ იზრუნებთ საკუთარ თავზე თქვენი სხეული იზრუნებს თქვენზე.

გამოიძინეთ
ძილი ეხმარება სხეულს ფორმის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, გვაძლევს ყველაზე ხარისხიან ენერგიას, რომელიც გვჭირდება ეფექტური და პროდუქტიული დღისთვის.
ჯობია ცოტა ადრე დაიძინოთ და მაღვიძარას პირველ ზარზე გამოფხიზლდეთ რადგან ძილის რამდენჯერმე დარღვევაც სტრესია, ჩვენ კი უკვე ვიცით რომ სტრესი ნეგატიურად აისახება ფიგურასა და ჯანმრთელობაზე.

დაამყარეთ კონტაქტი ბუნებასთან
ეს ძალიან მარტივია: ყოველ დღე გამოდით სახლიდან, იარეთ მიწაზე, შეეხეთ ხეებს, იცურეთ, შეეხეთ ყვავილებს და ფოთლებს, ასე აივსებით ზრუნვის და სიმშვიდის გრძნობით.
როგორ დაგეხმარებათ ეს წონის დაკლებაში? ეს მოგცემთ საშუალებას შეჩერდეთ, იყოთ აქ და ახლა. როცა თქვენ ხართ აწმყოში, ნაკლებად მოიქცევით იმპულსურად, მათ შორის საჭმელთან მიმართებაშიც.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4717 times