სახლის ინტერიერი გვასუქებს - რა უნდა გავითვალისწინოთ ...

თუ სწორად შეარჩევთ სახლის ინტერიერს ეს დადებითად აისახება ფიგურაზე, ამტკიცებენ მეცნიერები. მრავალი წლის მანძილზე ისინი იკვლევდნენ ჭარბი წონის გაჩენის მიზეზებს და დაადგინეს, რომ ადგილი, სადაც ვისვენებთ მოქმედებს ჩვენს წონაზე. საქმე ეხება არა მხოლოდ სამზარეულოს, წარმოგიდგენთ რვა შეცდომას, რომელსაც უშვებთ, როცა სახლის ინტერიერს ირჩევთ.



კარადებში ბევრი გემრიელობებია
პეჩენიები, შოკოლადი, კრეკერები სამზარეულოს კარადებში დიდი ცდუნებაა, განსაკუთრებით თუ დიეტაზე ხართ. ეს პროდუქტები ადამიანებს უნდებათ საღამოს საათებში, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი.

საძინებელში ძალიან ნათელი ფერებია
ოქსფორდის მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი ძილის ხარისხსა და ჭარბ წონას შორის. აღმოჩნდა რომ ადამიანებს, რომლებსაც ძინავთ „მუქ“ საძინებელში 21%-ით ნაკლები შანსი აქვთ გასუქების. თუ ოთახში დიდი ფანჯრებია და არ აფარებთ ფარდებს ესეც ეხმარება ჭარბი წონის დაგროვებას. რაც უფრო მეტი სინათლეა საძინებელში მით ძნელად გამომუშავდება ძილის ჰორმონი მელატონინი. ძილის ხარისხი უარესდება, რაც იწვევს ჭარბი წონის პრობლემას.


საძინებელში ერთზე მეტი გაჯეტია

ეცადეთ არ იჯდეთ საწოლში ნოუთბუქით ან პლანშეტით, ლურჯი განათება ხელს უშლის ძილის ჰორმონის გამომუშავებას, თუ საძინებელში ერთი ტელეფონი გაქვთ გასუქების რისკი გეზრდებათ 1,47-ჯერ, ხოლო თუ სამი მოწყობილობა გაქვთ 2,57-ჯერ.

არასწორი ფერის ჭურჭელი
თეფშის ფერი განსაზღვრავს იმას რა რაოდენობის საკვებს გადავიღებთ, ამერიკაში ჩაატარეს ექსპერიმენტი: შესთავაზეს ადამიანებს ეჭამათ სპაგეტი თეთრი და წითელი ფერის თეფშებიდან , თეთრი თეფში ვინც აირჩია მათ 22%-ით მეტი შეჭამეს ვიდრე მათ ვინც უპირატესობა წითელ თეფშს მიანიჭა. რაც მეტია კონტრასტი საჭმლის ფერსა და ჭურჭელს შორის, მით ნაკლებია პორცია.

ინახავთ ხილს მაცივარში
თუ ხილს ინახავთ მაცივარში მათი შეჭმის შანსები მცირდება. აიღეთ დიდი  თეფში და დაალაგეთ ზედ სხვადასხვა სეზონური ხილი. თუ ისინი თვალწინ გექნებათ მათი მირთმევის შანსიც გაიზრდება.

დილის სინათლის უკმარისობა
თუ ვერ გამოვიძინებთ ორგანიზმი ცხიმიან საკვებს მოითხოვს და ეს უარესდება თუ დილას საძინებელში ძალიან ბნელა, გაღვიძებისას თუ ოთახში საკმარისი ოდენობის სინათლე არ არის ქვეითდება ლეპტინის დონე, რომელიც პასუხს აგებს ნაყროვანების გრძნობაზე. გაღვიძებისთანავე გადაწიეთ ფარდები, თუ გარეთ საკმარისი სინათლე არ არის აანთეთ შუქი.


სახლში ბევრი ტელევიზორია
ერთი ტელევიზორი სახლში საკმარისია. თანაც მისი დამონტაჟება სამზარეულოში არ ღირს, ასე უფრო მეტ დროს გაატარებთ სამზარეულოში და ხშირად შეჭამთ. რაც მეტს უყურებს ადამიანი ტელევიზორს მით ნაკლებს მოძრაობს, ჯობია ტელევიზორი ჩართოთ მხოლოდ მაშინ როცა თქვენთვის საინტერესო გადაცემა დაიწყება.


ძალიან მყუდრო მისაღები
თუ მისაღებში დგას დიდი რბილი დივანი, ბევრი ბალიშით, პლედით, იქვე ტელევიზორია ეს საფრთხეს შეუქმნის ფიგურასაც და ჯანმრთელობასაც. ასეთ დროს ვახშმის მერე წვებიან დივანზე და დგებიან მხოლოდ იმისთვის რომ საწოლში გადაინაცვლონ, თუ იმოძრავებთ ცოტას დიაბეტის და სიმსუქნის რისკები მოგემატებათ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 1694 times