როცა დღეში სამჯერ იწონები და როცა ყოველ კალორიას ითვლი.

ადამიანების დიდ ნაწილს წონის პრობლემა აწუხებს, წონაში კლების მიზნით იწყებენ დიეტებს, ვარჯიშებს, ამოიღებენ კვების რაციონიდან, პურს და ა.შ.  აღწევენ რაღაც ეფექტს მერე ისევ იმატებენ, ისევ იკლებენ და ასე დადიან თითქოს მოჯადოებულ წრეზე.  რეალურად  ადამიანების (უპირატესად ქალებზეა საუბარი) დიდ ნაწილს აქვს აკვიატებული აზრები წონასთან დაკავშირებით.   მუდმივად ფიქრობენ მასზე, მუდმივად ეშინიათ და ამ მუდმივ ჩართულობაში, როგორც წესი ყველაფერი ცუდად მიდის. ან ცუდად არ მიდის წონის საქმე  მაგრამ ცხოვრებისეული საქმეები მისდით ცუდად ვინაიდან წონის გარდა სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობენ, მარტივად რომ ვთქვათ ცხოვრებისთვის დრო და ძალები არ ყოფნით. როგორ უნდა გამოვიცნოთ ჩვენს თავში წონასთან დაკავშირებული აკვიატებები გვაქვს თუ არა,   გთავაზობთ იმ ნიშნებს, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენი დამოკიდებულება თქვენს წონასთან დაკავშირებით არასწორია და რაც უნდა შეცვალოთ.

  • თქვენ იწონებით დღეში რამდენჯერმე, ან ყოველ დღე - ეს ქცევა არასწორია. და მხოლოდ და მხოლოდ აუარესებს თქვენს მდგომარეობას დროთა განმავლობაში. საკმარისია აიწონოთ კვირაში ერთხელ დილით უზმოზე.
  • ითვლით ყველა კალორიას - ცუდია. უარყოფითად აისახება თქვენს ფსიქიკაზე და ამავდროულად ხელს უშლის ინტუიტიურ კვებას, ვინაიდან თქვენმა ორგანიზმმა საუკეთესოდ იცის რა და როდის გჭირდებათ, რა თქმა უნდა ჯანქ ფუდი და დიდი ოდენობით საკვები არ უნდა მიიღოთ, მაგრამ ყოველ კალორიის თვლა არ არის საჭირო.
  • მუდმივად ამოწმებთ თქვენი სხეულის ნაწილებს - ეს შეილება იყოს ლოყის ძვლები, თეძოები, დუნდულოები. თუ თქვენ მუდმივად ამოწმებთ მათ და მათ ზომებს ესეიგი თქვენ გაქვთ თვენი სხეულის წარმოსახვასთან პრობლემები რაც უნდა შეცვალოთ. უნდა მიიღოთ საკუთარი თავი, ცვლილებები კი ბუნებრივად მოხდება წონის ცვლილებასთან, ყოველ დღე სხეულის ორგანოებს შემოწმება არ სჭირდება.
  • თუ ფიქრობ, რომ წონაში დაკლებით ყველა შენი პრობლემა მოგვარდება - ადამიანები ზოგჯერ ფიქრობენ ხოლმე, რომ რაღაც მაგიურ რიცხვს თუ მიაღწევენ სასწორზე ყველაფერი კარგად იქნება, ცხოვრება მშვენიერი გახდება, პრობლემებიც არ ექნებათ და ა.შ. სინამდვილეში  წონას გავლენა არ აქვს წარმატებასთან, თუნდაც კარიერული კუთხით და თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობებში. რა თქმა უნდა ეს არ უნდა აგვერიოს იმაში, როცა ადამიანები უბრალოდ თავს არ უვლიან.   საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და უნდა მოუარო, უბრალოდ არ უნდა მოელოდე იმას, რომ პრობლემებს წონაში კლება მოგიგვარებს, ისინი თავად უნდა მოაგვაროთ.
  • როცა საკვებს შავ და თეთრ ფერებში ხედავ - ფუნთუშა არაჯანსაღია და ბროკოლი ჯანსაღი. ასეა, მაგრამ როცა ადამიანი არ ეკარება არანაირ საკვებს „ჯანსაღის“გარდა, ეშინია, რომ თუ ხორცს შეჭამს კიბო დაემართება, თუ კვერცხს შეჭამს ქოლესტერინს მიიღებს და მისი გადარჩენა მხოლოდ ყვავილოვან კომბოსტოს და ყაბაყს შეუძლია ცდება. ეს რეჟიმი დატანჯავს მას და  ცხოვრების აზრად ექცევა მხოლოდ საკვების დახარისხება და გაყოფა. ეს კი როგორც ყველა დამოკიდებულება ცუდად აისახება მის ცხოვრებაზე.
  • უფრო და უფრო მეტ საკვებს ამატებ „აკრძალულ სიაში“ - რაც მეტს უკრძალავ შენს თავს შენი თავი უფრო მეტად იბრძვის გათავისუფლებისთვის აკრძალვებისგან და აქ იქცევა ხოლმე ცხოვრება კოშმარად. ისეთი რამეები გინდებათ რაც ცხოვრებაში არასდროს მოგინდებოდათ, თავისთვის, რომ არ აგეკრძალათ.
  • ობსესური დამოკიდებულება ვარჯიშის მიმართ - რა თქმა უნდა ვარჯიში ძალიან კარგია მაგრამ ცხოვრების ნომერ პირველ პრიორიტეტად როცა იქცევა წარმატებული ხართ მხოლოდ ვარჯიშში. ანუ წარმატებული ხართ იმაში, რაც თქვენი პრიორიტეტია.
  • როცა ახალ ადამიანს ხვდები და მისი სხეულს სკანირებას აკეთებ - და ფირობ: ფეხები მე უკეთესი  მაქვს, ის ცოტა პუტკუნაა, მაგრამ მკერდი, აი წელი წვრილი აქვს და ა.შ.  როცა ასეთი ფიქრებით თავს იტანჯავთ ახალ ადამიანებთან შეხვედრისას, ეს იმის ნიშანია, რომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება წონასთან მიმართებაში.
  • გამხდარი მოდელების გაფეტიშება - როცა ძალიან მოგონს  17 სხეულის მასის ინდექსის მქონე მოდელები, ათვალიერებ მათ სურათებს გამუდმებით ეს წარმოადგენს ანორექიისკენ გზას,  ამ დროს აუცილებელია შეჩერება და სხეულის იდეალიზებისგან თავის შეკავება. უნდა მიიღოთ საკუთარი თავი, როგორიც ხართ.
  • როცა გაქვს ხრიკები რათა ჭამა აიცილო თავიდან . მაგ იწყებ საღეჭი რეზინის ღეჭვას, იწყებ წყლის დალევას. ამას თუ რეგულარულად აკეთებ უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და უნდა შეცვალოთ.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2146 times