საკვები, რომელიც წონაში კლებაში დაგემხარებათ

მრავალი ტიპის საკვები არსებობს, ისინი განსხვავდებიან შემადგენლობით, ნივთიერებების კონცენტრაციით და სხვა თვისებებით.  არსებობს  საკვები , რომელიც ძვლებისთვის კარგია მაგ. რძის პროდუქტები, მხედველობისთვის მაგ. სტაფილო, და ა.შ. ასევე არის საკვები რომელიც წონაში დაკლებისთვის არის კარგი. ძირითადი პრინციპი, რასაც ეს საკვები ექვემდებარება არის, რომ ის შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომელთა მონელებაში მეტი ენერგია იხარჯება ვიდრე თავად ეს საკვები შეიცავს.  ან არიან დაბალკალორიულები და ნოყიერები (როგორიც არის ცილები), ან შეიცავენ ბოჭკოვანს და/ან სასარგებლო ცხიმებს.

 

  • შავი ლობიო - დიდი ოდენობით შეიცავს ცილებს. სამაგიეროდ არ შეიცავს ნაჯერ ცხიმებს. მაგ როგორც ხორცშია.
  • შვრია - „ჰერკულესი“ მდიდარია ბოჭკოვანით. 1 თასი (200 გრამამდე დაახლოებით)  შეიცავს  5 გრამამდე ბოჭკოვან, ასევე შეიცავს რეზისტენტულ სახამებელს.  ამიტომ შვრია სასარგებლოა ორგანიზმისთვის და არ იწვევს წონაში მატებას.
  • ავოკადო - სამწუხაროდ საქართველოში არაპოპულარულია და ტან ძვირია, მაგრამ ავოკადო ნამდვილად სასარგებლოა შეიცავს  ე.წ. კარგ ცხიმებს (მონო უჯერი ცხიმები). ასევე შეიცავს ბოჭკოებს და ცილებს.
  • ორაგული - როგორც გემრიელი, ასევე სასარგებლოცაა. შეიცავს ცილებს, შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს.
  • ბროკოლი - როგორც დამუშავებული, ასევე უმი საკმაოდ კარგი საკვებია შეიცავს ბოჭოვანს და აქვს ძალიან ცოტა კალორიები.   შესაბამისად თუ მსგავსი საკვები გიყვართ  ბროკოლი კარგი არჩევანია.
  • ყავისფერი ბრინჯი - მოკლედ ბრინჯი რაც უფრო მუქია მით უკეთესი. შეიცავს რეზისტენტულ სახამებელს, რომელიც მიეკუთვნება ჯანსაღ ნახშირწყლებს.   ასევე დადებითი თვისება ის აქვს ბრინჯს, რომ მძიმეა, მაგრამ დაბალკალორიული.  ანუ აძღობს მაგრამ არ ასუქებს.
  • მსხალი - დიდი ოდენობით შეიცავს ბოჭკოვანს. დღეში ერთი ცალი მსხალი დღიური ნორმის 15 % ბოჭკოვანს შეიცავს რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
  • გრეიფრუტი - ზოგჯერ  0 კალორიიან საკვებს უწოდებენ. მისი მონელებისას უფრო მეტი კალორია იხარჯება, ვიდრე მისი მიღებისას. ამიტომ საკმაოდ დასაფასებელი ციტრუსია.  მისი  90 % წყალია .
  • ნუში - შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს და მაღალი კალორიულობით არ გამოირჩევა, ამიტომ დღეში რამდენიმე ცალი ნუშის მიღება სასარგებლოა და ზედმეტი კალორიებითაც არ დაიტვირთებით.
  • ოსპი - ცილების და ბოჭკოების კარგი წყაროა. ნახევარი თასი ოსპი 3,4 გრამ რეზისტენტულ სახამებელს შეიცავს.
  • ბანანი - ნამდვილად კარგი საკვებია. დიდი ოდენობით შეიცავს მინერალებს და რეზისტენტულ სახამებელს. საკმაოდ ნოყიერია და ორგანიზმისთვის სასარგებლო.
  • შავი შოკოლადი - თუ ტკბილეულზე უარს ვერ ამბობთ კარგი არჩევანია. შავი შოკოლადი შეიცავს სასარგებლო ცხიმებსაც, ნაყროვანების გრძნობასაც იძლევა და თან სტიმულანტია და მარტივად რომ ვთქვათ განწყობას გაგიუმჯობესებთ.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 4570 times