დავიკლოთ სწორად: - მთავარი შეცდომები დიეტის დროს

გთავაზობთ ტოპ შეცდომებს წონაში კლების დროს

უარს ამბობთ ცხიმებზე
ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ თუ არ მიიღებს ცხიმებს სწრაფად დაიკლებს წონაში. ცხიმი ნამდვილად ძალიან კალორიულია, მისი დიდი რაოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას და ფიგურას, მაგრამ მიუხედავად ამისა ცხიმების სული აკრძალვა არ შეიძლება.


ცხიმი გადამუშავდება სხვა ნივთიერებებზე ნელა, ამიტომ ნაყროვანების გრძნობა გრძელდება დიდხანს, ასევე ცხიმები მონაწილეობას იღებენ ზოგიერთი სასქესო ჰორმონის ფორმირებაში, ამიტომ რაციონში ცხიმების მკვეთრმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული სისტემის სერიოზული დარღვევები.

თუ გსურთ შეზღუდოთ ცხიმების მიღება ეცადეთ ჩაანაცვლოთ შემწვარი კერძები მოხარშული ან ორთქლზე/გრილზე მომზადებული კერძებით, ასევე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ღორის ხორცი ქათმის, ძროხის, ინდაურის ხორცით და თევზით.

მკვეთრად ამცირებთ რაციონს
დიდი ხანია ცნობილია რომ რაციონის მაქსიმალური შეზღუდვა არა მხოლოდ მავნებელი არამედ სახიფათოცაა. თანაც ასეთი მეთოდიკა არ არის ეფექტური. თავისთავად პირველ დღეებში იკლებთ, შემდეგ კი პროცესი ნელდება და ჩერდება. ასეთი ექსპერიმენტის შემდეგ წონა ისევ დაგიბრუნდებათ და თანაც უფრო მეტი რაოდენობით.

იმისთვის, რომ დაიწყოს წონაში კლება უნდა შექმნათ კალორიების დეფიციტი, მაგრამ ამავდროულად თქვენი რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული, მასში უნდა შედიოდეს: 30% ცილები, 30% ცხიმები, 40% ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები.

ხშირად ძალიან ზღუდავენ ცილების მიღებას, რაც დაუშვებელია. დეფიციტის შევსებაში ხორცეულის და რძის პროდუქტების გარდა დაგეხმარებათ მარცვლოვნებიც.

უარს ამბობთ ტკბილზე
ტკბილზე სრულიად უარის თქმა, ისევე როგორც ცხიმებზე არ შეიძლება. შაქრის შემცველი პროდუქტები შეიძლება პირობითად დაყოთ ორ ჯგუფად კარგ და ცუდ პროდუქტებად. კარგი ტკბილეულია ხილი, ბოსტნეული, ჩირები და სხვა ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ბუნებრივ შაქრებს და არ ვნებს ორგანიზმს. არსებობს „რაფინირებული“ შაქარი, რომელიც მავნებელია, ის არის ტკბილ გაზიან სასმელებში, კანფეტებში, საკონდიტრო ნაწარმში, თეთრ პურში, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან მომზადებულ მაკარონში, უნდა გვახსოვდეს ეს და თავი ავარიდოთ მათ. ხილზე უარის თქმა კი არ შეიძლება, რადგან ორგანიზმს ჭირდება ვიტამინების წყარო.

არ საუზმობთ

ბევრ ადამიანს არ უყვარს დილას ჭამა, მაგრამ თუ გინდათ წონაში დაკლება და მთელი დღე ენერგიულად ყოფნა ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოთ დილას ჭამას. საქმე იმაშია, რომ როცა ტოვებთ საუზმეს, იზრდება იმის შანსი რომ ამას აინაზღაურებთ სადილზე ორმაგად, ეს დაკავშირებულია ფსიქოლოგიასთან(არ გისაუზმიათ და თავს უფლებას მისცემთ მეტი ჭამოთ სადილზე) და ასევე ორგანიზმის ფიზიკურ მოთხოვნებთან.

არ ჭამთ ექვსის მერე
არსებობს სტერეოტიპი, რომ გვიან ჭამა ცუდია. ეს უბიძგებს ადამიანს ექვს საათამდე ჭამოს ბევრი. ეს ძალიან ცუდია. თუ ადამიანი იძინებს გვიან, თავისუფლად შეიძლება ივახშმოს ექვსის შემდეგ (დაძინებამდე 3-4 საათით ადრე), თუმცა ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი და სასურველია ცილოვანი: მაწონი, ხაჭო(დაბალ პროცენტიანი) და ა.შ

არ ვარჯიშობთ
ზოგი თვლის რომ წონაში დასაკლებად საჭიროა მონო დიეტა, ზოგს კი მიაჩნია რომ მთავარი სპორტია. სინამდვილეში კი საჭიროა შეუთავსოთ ჯანსაღი, სწორი კვება და ვარჯიში, ეს მოგცემთ ძალიან კარგ შედეგს. სწორი კვება დაგეხმარებათ კანქვეშა ცხიმის მოშორებაში, სპორტი კი კუნთებს შეგძენთ, მაგრამ თუ მხოლოდ სპორტს მიყვებით კუნთები გაიზრდება ცხიმი კი დარჩება, კუნთი და ცხიმი ერთად კი არც ისეთი კარგი სანახავია, მხოლოდ დიეტის დროს კი პირველ რიგში დაკარგავთ კუნთებს და ცხიმის შენარჩუნებას ბოლომდე ეცდება ორგანიზმი.

წონაში დასაკლებად საჭიროა სწორად შერჩეული კვება და სპორტი ერთად. ასევე სპორტი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის აჩქარებაში, ასევე გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა. ორგანიზმი იქნება ტონუსში, შენარჩუნდება კანის ელასტიურობა რაც საშუალებას მოგცემთ იყოთ ლამაზი და ჯანმრთელი მრავალი წლის მანძილზე...

გისურვებთ წარმატებებს...

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2830 times