7რჩევა ქალებს დაუვიწყარი სექსისთვის

Rate this item
(0 votes)
20 January

1. იყავით გულახდილი
მამაკაცებს ნამიოკები არ ესმით. ეურთიერთეთ პარტნიორს, გაუზიარეთ შთაბეჭდილებები და ემოციები. განსაკუთრებით იმის შესახებ თუ რა მოგწონთ და გსიამოვნებთ. თუ რამე არ მოგწონთ უთხარით. არ მოითმინოთ იმის იმედით რომ თავად მიხვდება.



2. იყავით თავისუფალი
ნუ იქნებით შებოჭილი, მიეცით უფლება საყვარელ მამაკაცს მოგანიჭოთ სიამოვნება. სექსი არ უნდა დაემსგავსოს მოწყალებას თქვენი მხრიდან. შებოჭილობას საწოლში როგორც წესი აღზრდა განაპირობებს, ასევე გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები. მამაკაცი ამას გრძნობს და ქვეცნობიერად თავადაც იძაბება, აღარ ცდილობს გასიამოვნოთ და გშორდებათ ნელ-ნელა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ღალატიც მისი მხრიდან და ურთიერთობის დასრულებაც.

 

3. ილაპარაკეთ საწოლში
იგულისხმება ის სიტყვები, და ბგერები, რომლებიც გინდათ გამოსცეთ მაგრამ თავს იკავებთ. არ შეგრცხვეთ თქვენი ემოციების გამოხატვის. მამაკაცი ამას რომ დაინახავს ეცდება მოგანიჭოთ კიდევ უფრო მეტი სიამოვნება .

4. გაუზიარეთ ემოციები
მამაკაცებს არ ესმით რატომ გვეცვლება განწყობა ქალებს უმიზეზოდ. მათ არ ესმით რამხელა ემოციური ამპლიტუდა გვაქვს ქალებს. მაგალითად თუ პმს გაქვთ გააფრთხილეთ წინასწარ, უთხარით როგორ გრძნობთ ხოლმე ამ დროს თავს და როგორ შეძლებს რომ დაგეხმაროთ. უბრალოდ ქალის და მამაკაცის ემოციური სამყარო განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

5. სწორი ორგაზმი
ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა რა მომენტში უნდა გაჩერდეთ ან შენელდეთ, დაიჭირეთ თქვენი საერთო რიტმი, მიყევით თქვენი და თქვენი პარტნიორის შეგრძნებებს. დაეუფლეთ სექსის ხელოვნებას რომ დაუვიწყარი იყოთ ამ მხრივ.

6. დაინტერესდით მამაკაცის გემოვნებით
მაშინაც კი თუ დიდი ხნის პარტნიორები ხართ დროდადრო კითხეთ როგორი სექსი უნდა ამჯერად. მამაკაცები ძალიან აფასებენ ასეთ ყურადღებას. მათ თითქმის არასოდეს ეკითხებიან რა მოსწონთ, ან რაზე ოცნებობენ, ამიტომ თქვენი ინტერესი დაამახსოვრდება და მის თვალში განსაკუთრებულ ელფერს შეგძენთ.

7. მადლობა უთხარით მონიჭებული სიამოვნებისთვის
ამ მნიშვნელოვან მომენტს ქალები ყურადღებას არ აქცევენ. მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ აფასებთ მის შესაძლებლობებს. სექსის მერე უთხარით რა კარგი იყო. არ არის საჭირო ყოველი სექსის მერე შექება, მადლიერება არ უნდა გახდეს რუტინული. მაგრამ პერიოდულად(თვეში ერთხელ) შეახსენეთ როგორ აფასებთ და რა მადლიერი ხართ იმ სიამოვნებისთვის, რომელსაც ის განიჭებთ. ეს საშუალებას მისცემს მამაკაცს ჩაიდინოს ახალი გმირობები თქვენთვის.


 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2983 times