6 შეცდომა სირბილის დროს

როგორც იქნა გადაწყვიტეთ სირბილის დაწყება? ბრწყინვალე იდეაა, თუმცა უმჯობესია საქმეს მიუდგეთ ცოდნით, რომ მაქსიმალური სარგებელი და მინიმალური ზიანი მიიღოთ.

მთავარი შეცდომები სირბილის დროს
სისწრაფე

ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, ადამიანები მიისწრაფიან რაც შეიძლება მალე მიაღწიონ შედეგებს, მალე ჩადგნენ ფორმაში, ან გაირბინონ გრძელი დისტანცია. პრობლემა იმაშია, რომ დიდი დატვირთვისას დაღლილი ორგანიზმი ვერ ასწრებს ენერგეტიკული მარაგის შევსებას. უფრო რთულად გადასატანია ამ დროს სტრესული სიტუაციები, სუსტდება იმუნიტეტი.



თვლით რომ : რაც მეტი მით უკეთესი
ხშირად ფიქრობენ რომ დიდი მანძილის გავლა საგრძნობ სარგებელს მოიტანს, სინამდვილეში საჭიროა თანდათან გაზარდოთ დატვირთვა, რომ ორგანიზმი მიეჩვიოს მსგავს ფიზიკურ აქტივობას. გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ტკივილი, ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ფიზიოთერაპია ან ოპერაციაც კი ამიტომ აუცილებლად თანდათან მოუმატეთ დატვირთვას.

თქვენ არ ასრულებთ ძალოვან ვარჯიშებს

გინდათ გახდეთ ძლიერი და ამტანი? მაშინ მხოლოდ სირბილი არ გეყოფათ, საჭიროა ძალოვანი ვარჯიშების შესრულება საკუთარი წონით ან სიმძიმეებით. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სხეული ტონუსში, გააკეთოთ აქცენტი ამა თუ იმ კუნთების ჯგუფზე.

აქტიური აერობული ვარჯიშები მიაჩვევს ორგანიზმს ფიზიკურ დაძაბულობას, ამასთანავე პრესთან და ზურგთან მუშაობა დაგეხმარებათ სწორი სირბილის დროს: დატვირთვა ნაწილდება მეტად ეფექტურად, ამიტომ ტრავმის მიღების რისკი ნაკლებია.

შიმშილობის გამოცხადება
ხშირად სირბილს წონის დაკლების მიზნით იწყებენ თუ სირბილს დაუმატებთ დაბალნახშირწყლოვან დიეტას, უფრო მალე დაიღლებით.
ასეთი მიდგომა მავნებელია, ორგანიზმს არ ყოფნის ენერგია მიზნის მისაღწევად. თუ სირბილს აპირებთ აუცილებელია თქვენს რაციონში იყოს საკმარისი ოდენობის რთული ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები.

არასწორი ფეხსაცმელი
სპორტულ ფეხსაცმელზე დამოკიდებულია სირბილის ტექნიკა, თქვენ უნდა აარჩიოთ სპეციალური ფეხსაცმელი სარბენად სადაც კარგად იქნება დაფიქსირებული ქუსლი, ეს დაგეხმარებათ ივარჯიშოთ უფრო ეფექტურად და დაგიცავთ სახსრების ტრავმისგანაც. უნდა გაითვალისწინოთ ისიც რომ ფეხსაცმლის ხარისხი გათვლილია 1000-1500 კილომეტრის მანძილზე, ამიტომ სასურველია დროულად შეცვალოთ ფეხსაცმელი.

უკუჩვენებები

ერთი შეხედვით სირბილი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალებაა, თუმცა მას აქვს უკუჩვენებები: ასეთი დატვირთვა არ არის რეკომენდირებული მათთვის ვისაც აქვს გულის დაავადებები, ასევე მათ, ვისაც აქვს ფილტვების პრობლემები. თუ გაქვთ სახსრების და ხრტილების პრობლემები, ამ დატვირთვამ შეიძლება გაართულოს სიტუაცია, ამ შემთხვევაში ჯობია უპირატესობა მიანიჭოთ სპორტულ სიარულს.



რედიენტი გასახდომი წამალი
Read 1713 times