როგორ მოქმედებს გარეგნობა თვითშეფასებაზე

გიყვარდეს შენი სხეული მთელი მისი თავისებურებებით, ნაოჭებით და ნაკეცებით გაცილებით ადვილი სათქმელია ვიდრე გასაკეთებელი. განსაკუთრებით ახლა, როცა ყოველი მხრიდან გარემოცული ვართ „იდეალური“ გარეგნობის მოდელებით და ცნობილი ადამიანებით განსაკუთრებით რთულია საკუთარი თავის მიღება და სიყვარული. ჩვენ გვესმის რომ მათი სტილი იქმნება ფოტოებისთვის, რომელზეც მუშაობს ვიზაჟისტების, სტილისტების, ფოტოგრაფების მთელი გუნდი + ფოტოშოფი. ვიცით რომ კადრი არჩეულია ათას სხვას შორის, გვახსოვს ფოტოშოფის საოცარი ძალაც.  მიუხედავად ამისა, მაინც ვადარებთ თავს მოდელებს რომლებიც ასე ხშირად გვხვდება ინტერნეტში, ტელევიზორში და ქუჩაშიც კი რეკლამების სახით.

 

თანამედროვე სტანდარტების სრული დაკმაყოფილება თითქმის არარეალურია. სილამაზე ჩვენს საზოგადოებაში უტოლდება წარმატებას, ვაცნობიერებთ ამას თუ ვერა, მიმზიდველი ადამიანი ახდენს წარმატებული ადამიანის შთაბეჭდილებას თუნდაც სინამდვილეში ასე არ იყოს. ამიტომაც ადამიანების უმეტესობა ცდილობს შეესაბამებოდეს ამ თავსმოხვეულ იდეალს. თუ შეუძლებელია გამოიყურებოდეს ადამიანი ისე, როგორც მოითხოვს საზოგადოება, ამან შეიძლება ძალიან დააქვეითოს ადამიანის თვითშეფასება. საკუთარი გარეგნობის მიღება არის ბაზისი, რომელზეც დგას ჩვენი თვითშეფასება, საკუთარი თავის რწმენის ფორმირება იწყება ბავშვობის ასაკში საკუთარი სხეულის მიმართ დადებითი განწყობით. მოგვიანებით კი ემატება სხვა შემადგენელი ნაწილებიც, ანუ თავიდან არის „მე ლამაზი ვარ“ და უკვე შემდეგ“ ჭკვიანი, ნიჭიერი, კეთილი და ა.შ ვარ“

ამ მხრივ ქალები განიცდიან მეტ ზეწოლას მამაკაცებთან შედარებით. განსაკუთრებულად ღელავენ გარეგნობაზე მოზარდი გოგონები. მოზარდობის პერიოდში, როცა ხდება იდენტურობის კრიზისი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძნობდე თავს კომფორტულად საკუთარ სხეულში, ამიტომ გოგონები ძალიან არიან დამოკიდებული სხვების შეფასებაზე.

კვლევებმა აჩვენა რომ ქალების 92%-ს სურს შეცვალოს თავისი გარეგნობის თუნდაც ერთი ასპექტი. ამავდროულად უმეტესობა (60%) უკმაყოფილოა თავისი წონით, იმის მიუხედავად რომ რეალურად წონა ნორმაზე მეტი ქონდა მხოლოდ გამოკითხულთა 19%-ს.

როგორ შევიყვაროთ ჩვენი სხეული?

იმოძრავეთ მეტი
იცეკვეთ საყვარელი მუსიკის თანხლებით, ისეირნეთ ფეხით, ან გააკეთეთ სხვა რამე რაც სიამოვნებას განიჭებთ. რაც უფრო უკეთ გრძნობთ თქვენს სხეულს, გრძნობთ მის ძალას და ენერგიას, მით უფრო ნაკლებ უკმაყოფილებას განიცდით თავსმოხვეული გარე ფაქტორებიდან.

დაათვალიერეთ თქვენი ძველი ფოტოები რომლებიც მოგწონთ.
თუ იმ პერიოდში იყავით უკმაყოფილ საკუთარი გარეგნობით, ახლა კი ფიქრობთ რომ კარგად გამოიყურებოდით , ეცადეთ გადაიტანოთ ეს დამოკიდებულება აწმყოში იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით ახლა. დაფიქრდით მართლა ისე ცუდადაა ის რაზეც აკეთებთ ყურადღების ფოკუსირებას? გულსატკენი იქნება რამდენიმე წლის შემდეგ თუ აღმოაჩენთ, რომ დღეს გამოიყურებით მშვენივრად და ხარჯავთ ბევრ დროს და ენერგიას იმაზე რომ ხართ უკმაყოფილო იმის ნაცვლად რომ დატკბეთ ცხოვრებით.

იყავით თქვენი სხეულის მადლიერი
მან იმდენი რამე გადაიტანა. მუშაობს, აკეთებს სახლის საქმეებს, შეიძლება ყავს ბავშვიც (ერთი ან რამდენიმე გააჩინა და ზრდის), ამ ყველაფრის ფონზე განა გასაკვირია რომ არ გამოიყურებოდეს ისე როგორც დაფოტოშოფებული მოდელების ფოტოები?

შეიძლება მისწეროთ მადლიერების წერილი თქვენს მომთმენ, ამტან და ერთგულ სხეულს, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა თქვენთვის და თქვენთან ერთად და რომელიც ერთგულად უნდა გემსახუროთ მთელი ცხოვრება.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2159 times