რა უნდა ვიცოდეთ გლობალურ დათბობაზე

გლობალური დათბობა მნიშვნელოვანი განსჯის საგანია ადამიანებს შორის,  ადამიანთა ნაწილი საერთოდ უარყოფს მას, ზოგიც მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების მანიპულაციის თემას წარმოადგენს, რაც შეიძლება მართალი იყოს მაგრამ არის ფაქტები, რისი უარყოფა და გაუთვალისწინებლობაც არ შეიძლება.

  • რა არის გლობალური დათბობა? -  მოვლენა,  რომელიც შეინიშნება ფდედამიწაზე, არის მეცნიერულად დაკვირვებადი და გამოიხატება იმით, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა იმატებს.
  • რა იწვევს გლობალურ დათბობას? - მეცნიერების მტკიცებით გლობალური დათბობის მიზეზის  90 % ზე მეტი ადამიანთა წილია   და მას იწვევს ინდუსტრიალიზაციის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგი ანუ C02. უფრო მარტივად გამონაბოლქვი.
  • რატომ არის საშიში გლობალური დათბობა? - მეცნიერთა ვარაუდით გლობალური დათბობა გამოიწვევს არა მხოლოდ დისკომფორტს ადამიანებისთვის კლიმატის შეცვლის გამო, არამედ შეიძლება დედამიწაზე წავიდეს შეუქცევადი ცვლილებები, რაც  მას აქცევს  უდაბნო პლანეტად .
  • რა შეიძლება დაემართოს დედამიწას? - ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ რა შეიძლება დაემართოს დედამიწას  გლობალური დათბობის შედეგად არის  ვენერას მაგალითი. ვენერა-პლანეტა რომელიც ყველაზე ცხელი პლანეტაა  მზის სისტემაში, მასზე ტემპერატურა დაახლოებით 400 გრადუსია (ცელსიუსი) და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  ვენერა სწორედ ნახშირორჟანგის დაგროვებით გადახურდა თუმცა  იმ შემთხვევაში ადამიანებისგან დამოუკიდებლად მოხდა ეს ყველაფერი.  დედამიწის დათბობის მექანიზმი იგივეა რაც ვენერას შემთხვევაში. მეტი ნახშირორჟანგი ატმოსფეროში=უფრო ცხელი პლანეტა.
  • რა დროსთან არის დაკავშირებული გლობალური დათბობის შედეგები? - თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე ტენდენციას დედამიწის გადახურება მოხდა საკმაოდ სწრაფად  ბოლო 50-60 წლის განმავლობაში დედამიწის ტემპერატურის ინდექსმა  თითქმის ორი გრადუსით აიწია რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და საუბარია მძიმე შედეგებზე არა ასეულობით წლების შემდეგ, არამედ ჩვენს შემდეგ რამდენიმე თაობაში. შეიძლება უფრო მალეც.
  • როგორ შეიძლება შევაჩეროთ გლობალური დათბობა? მეცნიერები მუშაობენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე თუმცა შეჯერებული ჩამოყელიბებული გამოსავალი არ არსებობს.  შესაძლოა საჭირო გახდეს გამონაბოლქვის მაქსიმალურად შემცირება, ან კლიმატის ინჟინერული მართვა გამოსავალი ამ ეტაპზე მოძებნილი არ არის.

 

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 5119 times