მეცნიერებმა შექმნეს პირველი კვანტური კომპიუტერი რომლის რეპროგრამირება შესაძლებელია

მეცნიერებმა შექმნეს პირველი კვანტური კომპიუტერი რომლის  რეპროგრამირება შესაძლებელია.  ამ მოვლენაში ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ კვანტური კომპიუტერი შეიძლება იყოს ბევრად მცირე ზომის ვიდრე  ჩვეულებრივი კომპიუტერი.

მეორეს მხრივ კვანტური კომპიუტერი არის გამოკვეთილად ძლიერი, ვიდრე ჩვეულებრივი კომპიუტერები და კვანტური კომპიუტერების განვითარება აბსოლიტურად შეცვლის კაცობრიობის მომავალს და დამოკიდებულებას  მონაცემთა დამუშავებაში.

ჩვენი ჩვეულებრივი კომპიუტერები  მუშაობს ორობითი სისტემით, რაც იმას ნიშნავს რომ მონაცემები იწერება 1-0 ის პრინციპით.  შეიძლება იყოს ერთ, შეიძლება ნული და  ასე იწერება ყველაფერი. რაც შეეხება კვანტურ კომპიუტერს ის მუშაობს  1-0 სისტემით და ემატება ორივეს არსებობა ერთდროულად, რომელსაც სუპერპოზიციას უწოდებენ. 

კომპიუტერი, რომელიც მეცნიერებმა შექმნეს  მხოლოდ  5 ატომისგან შედგება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის მკვეთრად შეცვლის ჩვენს მომავალს.  აღნიშნული კვანტური კომპიუტერი შეიქმნა მერილენდის უნივერსიტეტში.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3614 times