ბედნიერება მოაქვს გამოცდილებას და არა საგნებს

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი იდეა რა არის ბედნიერება, ხოლო რელიგიური ჯგუფები თუ პოლიტიკური პარტიები საკუთარ ფორმულებსაც კი სთავაზობენ ადამიანებს, როგორ იყვნენ ბედნიერები. მეცნიერების პასუხი ამ საკითხზე კი შემდეგია:

 ტომას გილოვიჩმა კორნელის უნივერსიტეტში გამოიკვლია რა არის ბედნიერება ადამიანებისთვის. რითი იღებენ ისინი ბედნიერებას.  ამ კვლევებს ათწლეულები დასჭრდა.  მან დაადგინა, რომ ბედნიერება მოდის გამოცდილებიდან და არა საგნებისგან 

გამოიკვლიეს ადამიანები, რომლებიც  ყიდულობდნენ საგნებს და ადამიანები, რომლებიც  ყიდულობდნენ გამოცდილებას და დადგინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამოცდილებას ყიდულობდნენ უფო ბედნიერები იყვნენ. 

და თუ შევადარებთ  ახალი მანქანის ყიდვას და  სადმე მოგზაურობას, მრავალ შემთხვევაში მოგზაურობა შეიძლება გაცილებით მეტი ბედნიერების  შეგრძნების მომტანი გახდეს ადამიანისთვის, ვიდრე  თუნდაც ახალი მანქანა.  თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვეაში მრავალი ფაქტორია თუნდაც ხანგრძლივი კომფორტი, რომელსაც ქმნის მანქანა მაგრამ ბედნიერების ხარისხით მაინც გამოცდილება უფრო მაღლა დგას.

მეტიც ჩატარდა კვლევები და დადგინდა, რომ ადამიანები უფრო მეტად ნანობენ არა იმ საგნების შესახებ, რომლებიც უნდოდათ და არ იყიდეს, არამედ იმ გამოცდილების შესახებ  რომელიც არ მიიღეს.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3706 times