9 რამ რასაც ავთენტური ადამიანები სხვანაირად აკეთებენ.

არის რაღაცეები რასაც ავთენტური ადამიანები განსხვავებულად აკეთებენ.

  1. ისინი უმეტესად ამბობენ იმას რასაც სწორად თვლიან და არა იმას რაც პოპულარულია.
  2. ისინი ამჯობინებენ ღრმა საუბარს - ურთიერთობებში არ გაურბიან ღრმა და ყოვლისმომცველ საუბარს.
  3. ისინი არ არიან „კი“ მეგობრები. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არ გეთანხმებიან. რა თქმა უნდა მხარდაჭერა იციან, მაგრამ გულწრფელად გეუბნებიან იმას რასაც ფიქრობენ და უარის თქმაც იციან. თუ თქვენ გყავთ მეგობარი, შეყვარებული ან ვინმე ვინც სულ გეთანხმებათ უნდა იცოდეთ რომ ადრე თუ გვიან მასთან და მის სიმართლესთან ავთენტურობის პრობლემა დაგიდგებათ.
  4. ცხოვრებას უფრო მარტივად უყურებენ, ვინაიდან ისინი იღებენ იმ რეალობას, რომ ყველაფერი მათი სურვილების მიხედვით არ მიდის და ყველაფერს თავისი დინება აქვს. ანუ მათ შეუძლიათ მიიღონ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, ამავე დროს შეუძლიათ მიიღონ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან.
  • გახსნილები არიან შესაძლებლობების მიმართ. ადვილად იღებენ ახალ შესაძლებლობებს და ხედავენ მათ. დაკეტილი კარების ნაცვლად მუდმივად მათი გახსნის შესაძლებლობას ხედავენ.
  • არ იღებენ პერსონალურად ვიღაცის ცუდ ქცევებს ან სიტყვებს. მათ იციან სიმართლე საკუთარ თავზე, ამიტომ არავისთან არ ჭირდებათ იმისი მტკიცება, თვითონ როგორი კარგები, ზრდილობიანები, გულწრფელები და ა.შ. არიან.
  • ისინი უსმენენ ადამიანის ემოციებს, არა მხოლოდ სიტყვებს. ისინი უსმენენ რეალურ ადამიანს, როგორიც ის სინამდვილეში არის და არა იმას  კონკრეტულად რას ამბობს.
  •  მათ მიღებული ჰყავთ საკუთარი თავი და უყვართ.
  • უსმენენ შინაგან ხმას, იციან, რომ ინტუიცია და არაცნობიერი ცოდნა, რომელიც ადამიანში გროვდება ღირებული და ფასეულია, ამიტომ მოქმედებენ არა ისე, როგორც ეუბნებიან სხვები, არამედ ისე როგორც ეუბნებათ საკუთარი გული.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 4781 times