ფაქტები კვებითი ღირებულების შესახებ

 

  • დღიური რეკომენდირებული დოზა - ეს ტერმინი გამოიყენება თითქმის ნებისმიერი სახის საკვებთან ვიტამინთან, ან მინერალთან მიმართებაში. სამედიცინო სამყაროში მიღებულია, რომ ნებისმიერი ნივთიერების დღიური რეკომენდირებული დოზა არსებობს, რომლის მიღების შემთხვევაში საკვები ან ნივთიერება უსაფრთხოა ორგანიზმისთვის და არც მისი ნაკლებობა განვითარდება. თუ რომელიმე საკვები დღიურ ნორმაზე მეტად იქნება მიღებული შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობის კუთხით.
  • სამედიცინო ლიტერატურაში შეხვდებით, რომ საკვების დღიური კალორიული მოცულობა ჯამურად დაახლოებით  2000 კალორია უნდა იყოს  ეს ფაქტი არ არის ყველა ადამიანისთვის თანაბრად მისაღები.  ადამიანების, განსაკუთრებით ქალების დიდი ნაწილი  დღეში  2000 კალორიაზე შეიძლება გასუქდეს, ზოგისთვის მაგ. კაცების უმრავლესობისთვის კი შეიძლება  2000 კალორია ცოტა იყოს. ამიტომ  ზოგადად თქვენ უკეთ იცით თქვენი ინდივიდუალური კალორიების დღიური დოზა რომელია. თუმცა  ზოგადი პრინციპი ის არის, რომ  თქვენს მიერ მიღებული კალორიების ოდენობა უნდა იყოს  1200 ზე მეტი და  2500 ზე ნაკლები (ზედა ზღვარი კაცებისთვის შეიძლება უფრო მეტი იყოს).~
  • მცირე პაკეტებით შეფუთვა ცოტა კალორიებს არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა როგორი შეფუთვით ყიდულობთ პროდუქტს, მაინც მიაქციეთ ყურადღება  რა კალორიულობის მატარებელია ის შეფუთვა, რომელსაც ყიდულობთ მიუხედავად მისი ზომისა.
  • ცხიმის გარეშე -- არ ნიშნავს  კალორიების გარეშე და მეტიც ბოლო კვლევებით დგინდება, რომ ცხიმზე არასწორი წარმოდგენა ჰქონდა მედიცინას, ის არც ისე საშიშია, როგორც ამბობენ ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია პროდუქტის საერთო კალორიულობა, ვიდრე მასში ცხიმის არ არსებობა. ნახშირწყლები ორგანიზმში ძალიან მარტივად და დიდი რაოდენობით გარდაიქმნება ცხიმებად, შესაბამისად ცხიმის არ მიღება არ ნიშნავს იმას, რომ წონაში მატება არ მოხდება.
  • მარილი - მარილის 75 % -ს ადამიანი არაპირდაპირ იღებს. ანუ  პირდაპირ კი არ აყრის საკვებს, არამედ მიიღებს მას სხვადასხვა კერძების და გამზადებული საკვების მეშვეობით.  ამიტომ ეცადეთ ყველაფერი რასაც მიირთმევთ იყოს ნაკლებ მარილიანი.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3791 times