გაღვიძება ვარდნის შეგრძნებით.

 

ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია თiთქმის ყველა ადამიანს, როცა დიდი ხნის ჩაძინებული არ არის და ეღვიძება ვარდნის შეგრძნებით.  ეს მოვლენა საკმაოდ სტრესულია ორგანიზმისთვის და ხასიათდება ნეიროჰორმონების დიდი ოდენობით და სწრაფად გამოყოფით თავის ტვინში.  ადამიანი იღვიძებს მოხრჩობის, ვარდნის შეგრძნებით და შიშით> ყველა ადამიანი განსხვავებულად აღწერს ამ მოვლენას, მაგრამ საერთო ის არის, რომ   გაღვიძება ხდება უეცრად, შიშით და მთელი ორგანიზმის შეშფოთებით.

მეცნიერების ვარაუდით ამ მოვლენას სხვადასხვა საფუძველი აქვს, განსაკუთრებით დამოკიდებულია კოფეინზე და თამბაქოზე. ამიტომ თუ  დაძინებამდე 3-4 საათით ადრე თამბაქოს და კოფეინის მიღება არ მოხდება კარგი იქნება.  

მეორეს მხრივ უეცარი გაღვიძების ეპიზოდები უმეტესად ასოცირებულია იმ მდგომარეობასთან როცა ადამიანი  ძალიან დაღლილი იძინებს ძალიან ჩქარა. ამ დროს ძილის ფაზებიც ძალიან ჩქარა გადის და ერთ-ერთ  ეტაპზე ირღვევა ძილი  , ვინაიდან ტვინი ვერ უზრუნველყოფს ძილის ფაზების ჰარმონიულ გადასვლას და ადამიანს ეღვიძება.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 7183 times