ანემია

ანემია წარმოადგენს მდგომარეობას, როცა ჰემოგლობინის დონე, ჰემატოკრიტი ან ერითროციტების მასა იკლებს.  ანუ შეიძლება შემცირდეს უშუალოდ სისხლის წითელი უჯრედების ოდენობა ან მის  მთავარი  კომპონენტის.  

ჰემოგლობინი წარმოადგენს  ცილებს, რომელიც სისხლის უჯრედებშია და  ჟანგბადის შეკავშირება შეუძლია. ანუ სისხლს მისი მეშვეობით გადააქვს ჟანგბადი. ჰემატოკრიტი არის ერითროციტების  პროცენტული  მოცულობა სისხლში.   ანემიის განვითარების ძირითადი მექანიზმებია:

  • ძვლის ტვინი ვერ ახერხებს საკმაო რაოდენობით სისხლის უჯრედების  გამომუშავებას.
  • ხდება სისხლის უჯრედების დესტრუქცია (ჰემოლიზი)
  • სისხლდენა. - ადამიანი როცა კარგავს სისხლს.  
  • სწორედ ამ მექანიზმების მიხედვით ყოფენ ანემიას სამ ძირითად ტიპად. 

    სისხლის დაკარგვას იწვევს: ფიზიკური ტრავმა, შინაგანი სისხლდენა.

     ერითროციტების პროდუქციას ამცირებს -  რკინის დეფიციტი, ბ12 ვიტამინის ნაკლებობა, თალასემია.

    ხოლო ჰემოლიზს, ანუ სისხლის დაშლას იწვევს -  ინფექციური დაავადებები, ავტოიმუნური დაავადებები.   ანემიის კლასიფიცირება ხდება ასევე სისხლის უჯრედების ზომის მიხედვითაც. გამოყოფოენ: მაკროციტურლ, ნორმოციტულ და მიკროციტულ ანემიებს.

    ანემიის ძირითადი სიმპტომებია:

    • დაღლილობის შეგრძნება
    • სისუსტე
    • სუნთქვის პრობლემები.
    • ფიზიკური დატვირთვის გაძნელება.
    • დაბნეულობა
    • შეიძლება გამოიხატებოდეს ცნობიერების დაბინდვით ან წყურვილის გაძლიერებისთ.

    ანემია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მდგომარეობაა.  ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს მსოფლიო მასშტაბით.  

    ანემიის მკურნალობა ხდება მისი გამომწვევის მიხედვით. 

    რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 4007 times