როგორია ჩინური ქორწინება და ცოლის როლი ოჯახში

არსებობს ჩინური გამოთქმა, რომლის მიხედვითაც  უშნო ცოლი ოჯახის განძია.  სინამდვილეში რა დგას ამ გამოთქმის უკან?   ჩინეთში ოჯახი , როგორც ღირებულება ძალიან მძლავრია კონფუციდან მოყოლებული.    ოჯახი არის ის რაზეც დგას ჩინური საზოგადოება,  და იმისთვის, რომ ოჯახი იყოს ძლიერი ქალი  გადაქცეულია როგორც ფუნქციური არსება, არ ხდება მისი სექსუალიზება ან სენტიმენტალიზება.  ანუ  ჩინელისთვის ცოლი არის ფუნქციური ერთეული, რომელმაც კარგად უნდა მოუაროს   სახლს, დაალაგოს, დარეცხოს, დაასუფთავოს და ა.შ.  მოუაროს მშობლებს, გააჩინოს ბავშვები და  მისი ინტერესი შემოიფარგლებოდეს ამ ფუნქციებით. შესაბამისად რაც უფრო  ნაკლებ ლამაზი იქნება ქალი, ის მეტად ორიენტირებული იქნება ფუნქციების შესრულებაზე, ხოლო ლამაზ ქალს, ექნება მრავალი ცდუნება,  დასჭირდება ფული პარფიუმერისთვის, შოპინგისთვის და ა.შ. ამიტომ ასეთ ქალები არ მიიჩნევიან  სასურველ ცოლებად. 

 

მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ მოდერნიზაცია შეეხო ჩინეთსაც და ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში უფერულდება მაგრამ ამ ეტაპზე მაინც შენარჩუნებულია. 

ჩინეთში ქალის ფასი მკვეთრად იკლებს  27 წლის მერე.  ანუ გათხოვება ქალმა  27  წლამდე უნდა მოასწროს სხვა შემთხვევაში ის არასასურველ ქალად მიიჩნევა.

ჩინეთში   1979 წლიდან მოყოლებული დღემდე არსებობდა ერთი შვილის პოლიტიკა, რომელიც  2015 წელს გაუქმდა. ანუ ჩინელებს არ შეეძლოთ ჩინეთში ერთზე მეტი შვილი ჰყოლოდათ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 3025 times