10 რამ, რასაც თავი უნდა დაანებოთ თუ ბედნიერება გინდათ

მეცნიერები გვთავაზობენ მოკლე ფორმულას რისი შესრულებითაც ადამიანი თავს უფრო ბედნიერად იგრძნობს:

  • შეზღუდული რწმენები - მაგალითად - მე არ შემიძლია, მე უნდა, სირცხვილია, მე არ უნდა, სხვებს შეუძლიათ, ფული მხოლოდ ბინძურად იშოვნება და ა.შ.
  • არ უნდა მისტიროდეთ წარსულს - არ უნდა მიიჩნევდეთ რომ ყველაფერი კარგი წარსულში იყო.  ის წარსულიც, რომელიც ახლა ლამაზად გეჩვენებათ ერთ დროს  ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო.
  • გამუდმებით მომავლის დევნა - რათქმაუნდა თქვენი ნებისმიერი გეგმა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განიხილოთ მაგრამ მუდმივად მომავლის იმედით ყოფნა არათუ არაეფექტურია არამედ თქვენზე უარყოფით გავლენას მოახდენს. უბრალოდ დაკარგავთ ბედნიერების განცდას.
  • უარყოფითი ლაპარაკი საკუთარ თავზე ან თავთან.
  • თუ მუდმივად ცდილობთ რომ დადებითი შთაბეჭდილება დატოვოთ სხვებზე. იცოდეთ რომ ამას ვერც მოახერხებთ და საკუთარ თავსაც დაკარგავთ. რათქმაუნდა ვერც ბედნიერი იქნებით.  უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენთ.
  • წუწუნი - თუ გინდათ, რომ ბედნიერი იყოთ გამუდმებულ წუწუნს და ბუზღუნს თავი უნდა დაანებოთ. რაც მეტ უარყოფით მოვლენაზე გაამახვილებთ ყურადღებას, მით მეტს დაინახავთ და მათი რიცხვი უსასრულო იქნება. ასე რომ თუ დაიწყებთ წუწუნს, მას ბოლო არ ექნება. გამოსავალი - უბრალოდ არ იწუწუნოთ.
  • გინდათ, რომ ყოველთვის სწორად მოიქცეთ. ვერც ყოველთვის სწორად მოიქცევით  და თავსაც დაიტანჯავთ. ასე რომ უბრალოდ იცხოვრეთ.
  • ცვლილებების მიმართ რეზისტენტობა - ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ადაპტაცია გადარჩენის დაბალი შანსი აქვს. მერეს მხრივ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ეგუება წარუმატებელი ადამიანია. ამიტომ სიმართლე სადღაც შუაშია.  ზომიერად უნდა შეგეძლოთ ცვლილებებთან შეგუება. ეს განსაკუთრებით ეხება გარდაუვალ ცვლილებებს.
  • სხვების დადანაშაულება - თუ ამას დაიწყებთ, მთელი ცხოვრება შეგიძლიათ გააგრძელოთ სხვების დადანაშაულება დაწყებული იმით თუ რატომ ვერ შოულობთ სამსახურს, დამთავრებული თუ რატომ არ დგებით საწოლიდან მთელი დღე. თქვენი წარმატების და ბედნიერებისთვის ყველაზე ცუდი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ სხვების დადანაშაულებაა.
  • გჭირდებათ სხვებისგან ნებართვა - არ აქვს ეს დედა იქნება, მეუღლე თუ მეგობარი. ეცადეთ იცხოვროთ ნებართვების გარეშე, ასე უფრო ბედნიერი იქნებით.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 2084 times