ბედნიერი ხალხის 4 ჩვევა

2016 წლის მონაცემებით გამოიკვეთა მსოფლიოს სამი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა.  დანია, შვეიცარია და ისლანდია.  რა თქმა უნდა ამერიკა არა. ის მეცამეტე ადგილზეა. საქართველო საერთოდ ასეულთან ახლოსაა ანუ ბედნიერებასთან ახლოსაც არ ვართ.

რა აქვთ საერთო იმ ქვეყნის ადამიანებს ვინც ბედნიერია? მეცნიერებმა გამოკვეთეს ოთხი ძირითადი ჩვევა, რაც ადამიანებს უფრო ბედნიერს ხდის და საერთოა „ბედნიერი“ ერებისთვის.

 

  • ისინი მუდმივად აქტიურ ცხოვრებაზე ორიენტირებულნი არიან. აქ არ იგულისხმება ვარჯიში. დადიან ფეხით ან ველოსიპედით. მაგალითად. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ადამიანების  50 % ველოსიპედით გადაადგილდება.  იმ ქვეყნებში სადაც ბედნიერები არიან უპირატესობას იმ ფიზიკურ აქტივობებს ანიჭებენ რაც ვარჯიშად კლასიკური გაგებით არ ითვლება.
  • დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბუნებას - სეირნობენ ბუნებაში. აქ არ არის საუბარი იმაზე რომ ყოველ დღე შვეიცარიელები და დანიელები სხდებიან მანქანაში და საუკეთესო ადგილების დასათვალიერებლად დადიან. არა. უბრალოდ ადგილობრივ პარკში, უახლოეს სკვერში ფეხით სეირნობენ ყოველ დღე.
  • დროს ატარებენ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან - ბედნიერების ერთ ერთი საიდუმლოა. ის ადამიანები ვისაც ბევრი მეგობრები ჰყავს უმეტესად ბედნიერებად გამოიყურებიან. მეტიც მათ დროც კი არ რჩებათ დეპრესიისთვის.
  • ტელევიზორი აქვთ გამორთული - ტელევიზორს პრაქტიკულად არ უყურებენ  და როცა უყურებენ ეს პერიოდი  45 წუთს თითქმის არ აღემატება.

დასკვნისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბედნიერების ფორმულა საკმაოდ მარტივად გამოიყურება:   იყავით ფიზიკურად აქტიური ყოველ დღე,  ბუნებასთან კონტაქტი შეინარჩუნეთ, საყვარელ ადამიანებს დაუთმეთ დრო და დიდ ხანს ტელევიზორს არ უყუროთ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 1714 times