როგორ ვიცხოვროთ დიდხანს და ჯანმრთელად?

ცოტათი მეტი ძილი და მოძრაობა, ნაკლები ჭამა და წვრილმანებზე დარდი, დაგეხმარებათ გადაავადოთ და აღკვეთოთ კიდეც გულის უკმარისობა, ინსულტები, სიმსუქნე, დიაბეტი, დემენცია და კიბო. გთავაზობთ რჩევებს, როგორ იცხოვროთ დიდხანს და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა ღრმა სიბერემდე.



სასმელებზე
წითელი ღვინო ამცირებს გულის დაავადებათა რისკს. ქალებისთვის სასარგებლოა დღეში ერთი ბოკალი, მამაკაცებისთვის კი მაქსიმუმ ორი. ეცადეთ არ მიიღოთ ბევრი წვენები, დაფიქრდით ნამდვილად სჭირდება თქვენს ორგანიზმს ათი სტაფილო ერთდროულად? როცა ხილი ან ბოსტნეული იწურება სასარგებლო უჯრედისი იკარგება, უმჯობესია მიირთვათ ხილი და ბოსტნეული მთლიანად და არა გაწურული წვენები.

საჭმელზე
სასურველია თუ იყიდით ჯანსაღ, ნატურალურ პროდუქტებს, ეცადეთ არ წამოეგოთ მრავალრიცხოვან რეკლამებსა და ლამაზ შეფუთვებზე, ეცადეთ არ მიიღოთ გაყინული პროდუქცია,  მიირთვით მეტი ხილ-ბოსტნეული და ცილოვანი საკვები.

მოძრაობაზე
ფიზიკური აქტივობა, მათ შორის ფეხით სეირნობა მინიმუმ კვირაში სამჯერ ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის ნებისმიერ ასაკში. უმოძრაობა ანელებს ნივთიერებათა ცვლას, მოქმედებს წნევაზე, ლეპტინის დონეზე(მადის ჰორმონი), ასევე გლუკოზასა და ქოლესტერინზე. შეიძლება ივარჯიშოთ დღეში 2 საათი და დარჩენილი 22 საათი კი უმოძრაოდ გაატაროთ, ეს არ გააუმჯობესებს მდგომარეობას, ასე რომ თუ გსურთ იცხოვროთ დიდხანს ადექით და იმოძრავეთ.

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 1948 times