როგორ და რატომ უნდა გვქონდეს სახლში ალოე (ვერა)

ალოე ვერა ერთ-ერთი ყველაზე ადვილი სახლში გასაზრდელი მცენარეა. მას დიდი ზრუნვა არ სჭირდება, არც განსაკუთრებული პირობები. იზრდება საკმაოდ მარტივად და ადვილადაც არ ზიანდება.  სამაგიეროდ სასარგებლოა მთელი რიგი დაავადებების და მდგომარეობების დროს, რომელშიც შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს.

ალოეს გაზრდას სჭირდება ცოტა სითბო, იშვიათი მორწყვა და ცოტაც სასუქი ძალიან იშვიათად.  ალეს აქვს ჟელეს მსგავსი ნაერთით ამოვსებული ფურცლები, სწორედ ეს ჟელე და მისი სითხეა სასარგებლო ორგანიზმისთვის. ანუ მისი მიღებაც მარტივად შეიძლება. საკმარისია ფოთოლი მოწყვიტოთ, შემდეგ კი კანი ააცალოთ მას თხლად და უკვე მიიღებთ იმას რაც გჭირდებათ. 

 

ალოეს გელის შეძენა შეგიძლიათ  ბაზარზე, მაგრამ სახლში მოყვანილი სავარაუდოდ უფრო იაფი და უსაფრთხო ვერსიაა.

ალოეს კანზე ადგილობრივად გამოყენების ჩვენებებია - ანუ ის მდგომარეობები, როცა ალოეს გამოყენება ეფექტურია:

  • აკნე და ეკზემა - ამშვიდებს კანს და აცხრობს გამონაყარს
  • სიწითლე, დამწვრობა, ასევე აცხრობს ამ მდგომარეობებს.
  • ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება მწერების კბენის შემდეგ.
  • როგორც კანის დამატენიანებელი.
  • ამცირებს ნაოჭებს კანზე
  • ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
  • შეიძლება გამოიყენოთ, როგორც შამპუნად. ხელს უშლის თმის ცვენას.
  • მისი გამოყენება შეიძლება საპარს გელადაც.

რა სარგებლობა მოაქვს ალოეს, როცა მას შინაგანად ვიღებთ:

  • აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
  • ასტაბილიზებს სისხლში შაქარს.
  • აქვს შეკრულობის და შებერილობის საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე ამცირებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს.
  • ასუსტებს გულძმარვას და საკვების მონელების პრობლემებს.
  • იცავს ღრძილებს.
  • ამცირებს ართრიტს.
  • შარდ-სასქესო გზების ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველჰყოფს.
  • იმუნური სისტემის უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს. ანუ მოქმედებს, როგორც იმუნო სტიმულანტი.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 5942 times