რატომ არის სიარული გამორჩეული ვარჯიშის ფორმა

დღეისთვის უკვე აღარავინ კამათობს, რომ ცხოვრების დუნე წესი იქცა ეპიდემიად და ექიმები უკვე როგორც რეცეპტს ისე წერენ ფიზიკურ აქტივობას.
ფიზიკური აქტივობის დაწყება აუცილებელია ახალგაზრდობიდანვე, რაც ადრე დაიწყებთ ვარჯიშს, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ. ფიზიკური აქტივობა გულის დაავადებების პირდაპირ პრევენციას წარმოადგენს. განსაკუთრებით საუბარია აერობულ ანუ კარდიო ვარჯიშებზე: როგორიცაა სიარული, სირბილი, აერობული ვარჯიშები.
სიარული პირველ რიგში ყველაზე მიღებულ ვარჯიშის ფორმას წარმოადგენს 2 ძირითადი მიზეზის გამო. 1) ყველაზე მარტივი შესასრულებელია. პრაქტიკულად არანაირი სპეციალური პირობები არ სჭირდება და 2) ფიზიკური დაზიანების შანსი პრაქტიკულად არ არის. ზოგადად ვარჯიშს ახლავს ტრავმის რისკი. სიარულის დროს კი ეს რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.


სიარული რამდენიმე სახის დაავადებების რისკს ამცირებს. 1) გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი. 2) სტრესთან ასოცირებული დაავადებები და სიმპტომები 3) ოსტეოპოროზი 4) ნერვული სისტემის დეგენერაციული და ასაკობრივი დაავადებები, როგორიცაა დემენცია.
სიარული და სტრესის მოხსნა
სიარული განსაკუთრებით სასურველი და ეფექტურია სტრესის მოხსნისთვის. ორგანიზმის სტრესულ მდგომარეობას ამცირებს და როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიური კუთხით აუმჯობესებს მდგომარეობას.
სიარული მოქმედებს, როგორც სტრეს ბუფერი, ანუ მცირე სტრესებს ადამიანი პრაქტიკულად ვეღარ გრძნობს, როცა მუდმივად ფიზიკურ აქტივობაშია. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ფიზიკური აქტივობა მკვეთრად ამცირებდა შფოთვას და მის გამოხატულებებს (კვლევები ჩატარდა სტუდენტებს შორის).
სიარულის დროს გამოიყოფა ენდორფინები, რომლებსაც ბედნიერების შეგრძნების გამოწვევა შეუძლიათ და ამავდროულად მცირდება კორტიზოლის დონე რომელიც სტრესის დროს სიმძიმის და ზეწოლის, დაძაბულობის შეგრძნებას განაპირობებს.
სიარული დაახლოებით ისეთივე ეფექტურია, როგორიც სხვადასხვა მედიტაციური მდგომარეობები, მაგალითად როგორიცაა იოგა

რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2142 times