ღვინის სასარგებლო თვისებები

ღვინო ზოგადად სასურველი არ არის ორგანიზმისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ალკოჰოლი ტოქსიკურია უჯრედებისთვის მარტივად , რომ ვთქვათ საწამლავია. ხოლო  მეორეს მხრივ ცარიელი კალორიებია.   ამ უარყოფით მხარეებთან ერთად ღვინოს აქვს დადებითი თვისებებიც.

  • კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევები 2006 წელს, რომლითაც დასტურდება, რომ ტვინის მოცულობის შენარჩუნებას ღვინის ზომიერი მოხმარება ხელს უწყობს.
  • ამცირებს ნაწლავების კიბოს რისკს. დღეში ერთი ჭიქა ღვინო 45 % ით ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს.
  • ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს -  ღვინის მსმელებს იშვიათად უვითარდებათ კატარაქტა (45 % ით ნაკლებად) კვლევა ტარდებოდა სტონი ბრუკის უნივერსიტეტში.  4  წლის განმავლობაში.
  • ხელს უწყობს დიდ ხანს სიცოცხლეს - 29 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ლუდის და ღვინის მსმელებს. ღვინის მსმელებში  34 % ით ნაკლები იყო სიკვდილიანობა.
  • ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის რისკს - მსმელებში (იგულისხმება ღვინის ზომიერი მოხმარება და არა ალკოჰოლიზმი)  30 % ით ნაკლებია დიაბეტის განვითარების რისკი.
  • ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს - წითელი ღვინო შეიცავს პროციანიდებს, რომლებიც იცავენ გულს.
  • ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს. ღვინო ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას ამიტომ   ამცირებს ინსულტის განვითარების ალბათობას.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 1872 times