ტოქსიკური პროდუქტები, რომელთაც ყოველ დღე ვიყენებთ

ყოველდღიურად ვიყენებთ ისეთ  ნივთებს, რომელებზეც არც გვიფიქრია, რომ შეიძლება ტოქსიკური იყოს. რეალურად კი მათ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების შექმნა შეუძლიათ.  

  • ჰაერის გამწმენდები - ძალიან კარგია სახლში სასიამოვნო სუნი, თუმცა მათ ხშირად ტოქსიკური ქიმიკატებისგან ამზადებენ მაგალითად გლიკოლის ეთერები, რომლებსაც შეუძლია ალერგიული რეაქციის და სხვა რესპირატორული პრობლემების გამოწვევა.
  • ანტი პერსპირანტები - შეიცავენ ალუმინს. რომელიც შესაძლოა სიმსივნის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი იყოს, განსაკუთრებით საყურადღებოა ქალებისთვის.
  • საწმენდი პროდუქტები - სახეხი ჟელეები და სხვა საწმენდი საშუალებები ხშირად ქიმიკატებითაა გაჯერებული, რომელიც ორგანიზმისთვის არასასურველია. ერთ შეხედვით უსაფრთხო ალტერნატივა არ არსებობს, მაგრამ რეალურად: ლიმნის წვენი,  საცხობი სოდა , ცხელი წყალი ძალიან ეფექტურად მოქმედებენ და ადვილად აცილებენ ჭუჭყს თითქმის ნებისმიერ ზედაპირს.
  • კოსმეტიკა - ქალი საშუალოდ  6-12 სახის კოსმეტიკურ ნაწარმს იყენებს ყოველ დღე.  ისინი შეიცავენ ტოქსინებს.  კარგი იქნება თუ ბუნებრივ წყაროებზე დამზადებულ  კოსმეტიკას გამოიყენებთ ისეთები, როგორიც არის მინერალურ ზეთებზე დამზადებული კოსმეტიკა, რომელიც  ნატურალური ზეთებიდან არის მიღებული.
  • მატრასი (ყველა არა) - შეიცავს პოლიბრომინირებულ დიფენილ ეთერებს (PBDE) რომელიც ტოქსიკურია ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს მამაკაცის სასქესო სისტემაზე და სპერმის ხარისხზე.  გამოსავალი - ისეთ მატრასის ყიდვა, რომელიც არ შეიცავს ამ აღნიშნულ ტოქსიკურ კომპონენტს.
  • ტეფლონის ქვაბები, ტაფები და ა.შ. - ერთი შეხედვით კარგია ჭუჭყს არ იკრავს, მაგრამ მეორეს მხრივ მაღალ ტემპერატურაზე წარმოქმნის ტოქსიკურ აირებს რის გამოც არ ეკრობა ჭუჭყი და ეს ტოქსინები ერევა საკვებს ყოველ ჯერზე, როცა იქიდან გაკეთებულ საკვებს მიირთმევთ. გამოსავალს წარმოადგენს ჩვეულებრივი რკინის და უჟანგავი  ქვაბების და ტაფების გამოყენება.
  • საკვების შესანახი პლასტიკური კონტეინერები - შეიცავენ ქიმიკატებს მაგ. პტალანატი რომელთა ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ენდოკრინულ , განვითარების და ნევროლოგიურ პრობლემებს.   გამოსავალი - მინის კონტეინერები არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 1906 times