ქალად ყოფნის  10 უპირატესობა ჯანმრთელობის მხრივ

მიუხედავად იმისა, რომ „სუსტი სქესი“ არც შესაძლებლობებით და არც უფლებრივად  სუსტი სქესი არ არის და ეს ნამდვილად ვიცით, მეტიც სუსტი სქესი  მრავალ კომპონენტში უფრო ძლიერია ვიდრე ძლიერი სქესი.  მისი ნეირო-ჰორმონალური რეგულაცია, ცხოვრების წესი და  სხეულის აგებულება განაპირობებს,  ქალების უპირატესობას ჯანმრთელობის კუთხით.

  1. ქალები მეტ ხანს ცოცხლობენ ვიდრე ქალები - მაშინ როცა თანამედროვე ქალი დაახლოებით 81 წელს ცოცხლობს, კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა  76 წელია.  ყველაზე სავარაუდო ახსნა ამ მოვლენისა არის კაცებში უფრო გავრცელებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
  2. ქალს აქვს ტკივილის მიმართ უფრო მაღალი ტოლერანტულობა. ის რომ ქალი ძალიან მგრძნობიარეა ტკივილის მიმართ, ეს კვლევებით არ დასტურდება. მეტიც ქალს უფრო მაღალი ტკივილის ზღურბლი აქვს ვიდრე კაცს.   ასე რომ არ იყოს ქალი მშობიარობას ვერ გაუძლებდა.  ხოლო კაცი რამდენად გაუძლებს მშობიარობის ტკივილებს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
  • თავის და კისრის სიმსივნეები უფრო ხშირია კაცებში, ვიდრე ქალებში. შეიძლება ეს თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდებოდეს, თუმცა ფაქტია რომ ქალებში ასეთი სიმსივნეების გავრცელება ნაკლებია.
  • მელანომების რაოდენობა ქალებში უფრო ნაკლებია - როგორც ჩანს მზის სხივებთან უფრო ადაპტირებულები ქალები არიან,  ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის მიხედვით  კაცებში უფრო მეტია კანის ამ ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელება. განსაკუთრებით ხშირაია 50-60 წლის კაცებში.  ეს მოვლენა შეიძლება უკავშირდებოდეს ათწლეულობის განმავლობაში მზეში მუშაობას, ან სპორტულ თამაშებს და ცხოვრების წესს, რომელიც ასოცირებულია მზესთან
  • ქალებს აქვთ უკეთესი ყნოსვა - მათ ცხვირში 50 % ით მეტი უჯრედებია რომლებიც აღიქვავენ სუნს, ვიდრე კაცების შემთხვევაში.  ამ მოვლენას ორი სავარაუდო ახსნა აქვს. ერთი - ქალებს უნდა მისცემოდათ საშუალება მეტი სუნის გაგების, მაგ. ფერომონების რათა სწორად აერჩიათ თავისთვის მამრი. მეორეს მხრივ  თავისი შთამომავლობის დასაცავად დაავადებების და  ოდნავ გაფუჭებული საკვების სუნის ადვილად შეგრძნება უნდა შეძლებოდათ.
  • „კარგი“ ქოლესტერინის დონე ქალები უფრო მაღალია. მაღალი სიმკვრივის ლიპო პროტეინების დონე ქალებში უფრო მაღალია რაც იცავს მათ ათეროსკლეროზის და თრომბო ემბოლიისგან. შესაბამისად იცავს ინფარქტის და ინსულტისგან.
  • ქალის ტვინს აქვს უკეთესი მეხსიერების უნარი - კაცები ყველა ასაკში გულმავიწყები არიან ახალგაზრდობაშიც და მოხუცობაშიც თანაბრად. ხოლო ქალები პირიქით, მათ ყოველთვის მეტი ახსოვთ, ვიდრე კაცებს.
  • ქალები ალკოჰოლიკობისადმი ნაკლებად არიან წინასწარ განწყობილნი. კაცებში თითქმის ოჯერ მეტია ალკოჰოლიზმის შემთხვევები.
  • ქალებში მუცლის ცხიმები შედარებით ნაკლებია - ვაშლის  ფორმის სხეულს კაცისებრს უწოდებენ რაც გულისხმობს მუცლის ცხიმების დაგროვებას ხოლო სხვა ნაწილებში ნაკლებ ცხიმებს. ქალებში პირიქითაა ცხიმები გროვდება კანქვეშ და დუნდულოების მიდამოში და ნაკლებად მუცელში.  ეს იცავს ქალებს. ვინაიდან მუცლის ცხიმები მეტაბოლურად აქტიურია და  იწვევს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკის ზრდას.
  • ქალებს უფრო გვიან ემართებათ გულის ინფარქტი. ქალებს დაახლოებით  10 წლით გვიან ეწყებათ გულის დაავადებების რისკის ზრდა ვიდრე კაცებს. მათ უფრო გვიან ემართებათ ინფარქტები.  ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რატომაც ქალები მეტ ხანს ცოცხლობენ სავარაუდოდ ესაა.
  • რედიენტი გასახდომი წამალი
    Read 1663 times