კვებითი ხელშეწყობა რედიენტის მიღების დროს

რედიენტის მიღებისას საჭიროა კვებითი ხელშეწყობა, რათა ეფექტი იყოს მაქსიმალურად მიახლოებული მოლოდინთან. მეორეს მხრივ  ენერგიის მიღება-ხარჯვა ფიზიკის კანონებს ემორჩილება და თუ კვებითაც  არ მოხდა მხარდაჭერა, ნებისმიერი სიძლიერის წონაში კლების პრეპარატის მოქმედება შესუსტდება.

რედიენტის მიღება არ საჭიროებს კონკრეტული დიეტის დაცვას, თუმცა ქვევით წარმოდგენილია რეკომენდაციები რედიენტისგან, რომელთა გათვალისწინებით წონაში კლება გაგიადვილდებათ და მივიღებთ საუკეთესო შედეგს.

  • ბევრი-ცოტას პრინციპი   -  რაც უფრო მშრალია საკვები მიიღეთ უფრო ნაკლები, რაც უფრო სველია - შედარებით მეტი.   მაგ. პური -ცოტა, კიტრი-ბევრი, პომიდორი -ბევრი, ჩიფსები-ცოტა, კარტოფილი-ცოტა, ბოსტნეულის სალათები -ბევრი, სუპი-ბევრი, ჩირი-ცოტა, მურაბა-ცოტა, ბოსტნეული-ბევრი, ხილი - ბევრი, ცხიმიანი კერძები-ცოტა, მჭლე ხორცი -ბევრი,
  • სასურველია ყოველ დღიურ რაციონში ჩართული იყოს ხორცი, თუნდაც მცირე ოდენობით. ცილების და ამინო მჟავების მიღება განსაკუთებით სასურველია რედიენტის მიღების დროს.  
  • მარილის დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 2,3 გრამს - რათა არ განვითარდეს შეშუპება.
  • მიიღეთ 2 ან მეტი ლიტრი წყალი დღეში -  ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და თავიდან აგაცილებთ დეჰიდრატაციას.
  • სასურველია თევზეული კვირაში 2ჯერ - რათა მიიღოთ ცილები და უჯერი ცხოველური ცხიმები.
  • ეცადეთ ბოსტნეულს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს თქვენს რაციონში - ბოსტნეული შეიცავს ბოჭკოვან ქსოვილს, რომელიც აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის, და ნაწლავებისთვის. ბოსტნეულში ასევე ბევრია ვიტამინები და მინერალები.
  • მიიღეთ მეტი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ნაკლებად. მაგ. პურის ოდენობის შეზღუდვა სასურველია, ასევე ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი წარმოადგენს ცარიელ ნახშირწყლებს და/ან ნაჯერი ცხიმების კრებულს. ამიტომ ისინი მხოლოდ მცირე ოდენობით მიიღეთ, ან არ მიიღოთ.
  • იკვებეთ 1200 -1500 კალორიის ფარგლებში დღის განმავლობაში ( ბმულზე იხილეთ კალორიების ცხრილი) რათა ენერგიის მიღება, არ აღემატებოდეს ენერგიის ხარჯს.
  • იკვებეთ დღეში რამდენჯერმე (3-4) მცირე ულუფებით - რადგან ორგანიზმს არ უწევდეს ყოფნა სტრეს რეჟიმში.

როგორც ვხედავთ, აღნიშნული რეკომენდაციები საკმაოდ მარტივი შესასრულებელია, მეორეს მხრივ ყველა მათგანი გამართლებული და მხარდაჭერილია თანამედროვე კვებითი გაიდლაინებით.

Read 9791 times