5 რამ რაც ძლიერ ქალზე უნდა იცოდეთ

ზოგიერთი კაცისთვის ძლიერი ქალი საოცნებო პარტნიორია, ზოგიერთისთვის კი პირიქით.   ამიტომ აუცილებელია მათ შესახებ იცოდეთ ძირითადი საკითხები:

  • ისინი იღებენ თავის პარტნიორს მთელი გულით, მთლიანად. არ ცდილობენ მათ შეცვლას და თქვენგანაც იგივეს მოითხოვენ, არ უნდა ეცადოთ მოირგოთ ძლიერი ქალი, ამას უბრალოდ ვერ შეძლებთ ან ორივე უბედურები იქნებით.  ისინი პარტნიორს არჩევენ მაღალი სიზუსტით, მაგრამ ამავდროულად  თუ მიიღეს, იღებენ ბოლომდე.
  • ისინი თავის გრძნობებს გამოხატავენ ღიად. თუ თქვენს გვერდით ძლიერი ქალია, არ უნდა მოელოდეთ, რომ ის თავის გრძნობებს და ემოციებს დამალავს,  ან რამეს „გაატარებს“  ის  ბოლომდე ღია იქნება. ყველაფერს გეტყვით პირდაპირ.    მაგრამ ამ მოვლენის მეორე მხარე ისაა, რომ არასდროს გიღალატებთ, ის არ გაგაუფასურებთ და ზურგს უკან ღალატს არ ჩაიდენს.
  • არ მოგცემთ უფლებას მისი გრძნობებით ითამაშოთ. ის ყოველთვის დაიცავს თავის სიყვარულს და თავის გრძნობებს, ამავდროულად თქვენც მოგთხოვთ გრძნობების  პატივისცემას.  არ უნდა ელოდოთ მისგან, რომ  თავს დაგიხრით, მოგითენთ, თქვენ ფულის შემომტანი იქნებით და ის კი სახლში დაჯდება. მოკლედ   ძლიერ ქალთან ზუსტად თანასწორი ურთიერთობის მოლოდინი უნდა გქონდეთ.  რასაც გასცემთ იმას მიიღებთ მისგანაც.
  • მას ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვს თქვენი მდგომარეობა - არ იფიქროთ, რომ ძლიერი, თუნდაც ფინანსურად წარმატებული ქალი გულქვაა და ადვილად არ ესმის რამე. პირიქით ის ძალიან განიცდის და გრძნობს თქვენს მდგომარეობას და არასდროს გააკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ თქვენ მასზე წარუმატებელი ხართ.
  • ის აცნობიერებს, რომ ცხოვრება მუდმივი განვითარებაა, შესაბამისად საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავს ყოველმხრივ.   მის თვალში ადამიანი არ გაუფასურდება თუ უყვარს, მაგრამ თუ თქვენ არ განვითარდებით და ის მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს თქვენ შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ.
რედიენტი გასახდომი წამალი
Read 2103 times