რატომ ცოცხლობენ ნამდვილი მამაკაცები ცოტა ხანს?

მეცნიერებმა დაადგინეს: ნამდვილი მამაკაცები დიდხანს არ ცოცხლობენ.

ჩვენს წარმოდგენაში მამაკაცური ადამიანი უნდა იყოს მამაცი, გამძლე, შეუპოვარი. სწორედ მას შესწევს უნარი მხარი დაუჭიროს და გადაარჩინოს სუსტები. მაგრამ როგორც კვლევებმა აჩვენა მამაკაცურ ადამიანებს სჭირდებათ ყურადღება და ზრუნვა რადგან ისინი დიდხანს ვერ ცოცხლობენ.



კვლევაში მონაწილე, პირველ ჯგუფში იყო 250 მამაკაცი, მათ მეცნიერებმა სთხოვეს შეევსოთ ონლაინ ანკეტები. ანკეტებში იყო კითხვები მამაკაცურობაზე, იმაზე რომელი სქესის ექიმებთან დადიან. შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცები რომლებსაც მამაკაცურობა ესმით ტრადიციული გაგებით და აასოცირებენ მას სისასტიკესთან, სიმამაცესთან, საკუთარი თავის რწმენასთან და თავშეკავებულობასთან  უფრო ხშირად ირჩევდნენ მამაკაც ექიმებს.

რესპოდენტების აზრით მამაკაცი ექიმები მეტად კომპეტენტურები არიან ვიდრე ქალი ექიმები.

მეორე ჯგუფშიც 250 მამაკაცი იყო, მათაც იგივე კითხვებზე უნდა გაეცათ პასუხი მაგრამ არა ონლაინ რეჟიმში, არამედ პირისპირ, ინტერვიუს ვინც იღებდა ისინი თეთრ ხალათებში იყვნენ გამოწყობილნი. აღმოჩნდა რომ, ის რესპოდენტები, რომლებმაც მამაკაცურობაში მაღალი ქულები დააგროვეს, არიდებდნენ თავს ექიმთან ვიზიტს ან ირჩევდნენ მამაკაც ექიმს, მაგრამ ღიათ მასაც არ უყვებოდნენ თავის სიმპტომებზე.

მამაკაცებს რცხვენიათ და არ სურთ ექიმს დაანახონ თავისი სისუსტე, ამბობენ მეცნიერები. დიდხანს ცოცხლობენ ქალები, მამაკაცები საშუალოდ 5 წლით ნაკლებს ცოცხლობენ ქალებზე. კვლევებმა დაადგინა რომ მამაკაცურობის აღქმა ცუდად აისახება ძლიერი სქესის წარმომადგენლების ჯანმრთელობაზე.

რესპოდენტების მესამე ჯგუფში იყვნენ როგორც ქალი ასევე მამაკაცი მონაწილეები, აღმოჩნდა რომ ექიმებს თავს არიდებენ მშვენიერი სქესის ის წარმომადგენლები, რომლებიც თავს თავშეკავებულად, მამაცად და ძლიერად თვლის.

ასეთი სტერეოტიპები უარყოფითად აისახება ქალებზეც, ამბობენ ფსიქოლოგები, მიუხედავად იმისა რომ ითვლებოდეს „ნამდვილ ქალად“ სულაც არ არის საჭირო დამალოს თავისი დაავადებები და სისუსტეები.

მეცნიერები თვლიან რომ ამ პრობლემას აქვს გამოსავალი და მამაც ადამიანებს შეიძლება დავეხმაროთ. ”ჩვენ გვსურს დაარწმუნოთ მამაცი ადამიანები რომ ექიმთან მისვლა სიმამაცეა“.
საკუთარ თავზე ზრუნვა სულაც არ ნიშნავს სიმამაცის არ ქონას. ასე რომ გაუფრთხილდით თავს და თქვენს საყვარელ ადამიანებს...

 




რედიენტი გასახდომი წამალი
Read 1694 times